18 Mart 2016 Cuma

ტერორიზმის ჭეშმარიტი იდეოლოგიური სარჩული: დარვინიზმი და მატერიალიზმი

ტერორიზმის ჭეშმარიტი იდეოლოგიური სარჩული: დარვინიზმი და მატერიალიზმი

შესავალი

ადამიანთა უმრავლესობა დარწმუნებულია, რომ ევოლუციის თეორია, რომელიც პირველად მოყვარულმა ბუნებისმეტყველმა, ინგლისელმა ჩარლზ დარვინმა წამოაყენა, რეალურ მეცნიერულ მტკიცებულებებზე, გამოკვლევებსა და ექსპერიმენტებზეა დაფუძნებული. უნდა აღინიშნოს, რომ ჩარლზ დარვინი სულაც არ არის ამ თეორიის მამამთავარი. მეტიც! დღესდღეობით არ არსებობს ამ თეორიის პოსტულატების არც ერთი ღირებული მეცნიერული საბუთი! სწავლება დედამიწაზე სიცოცხლის ევოლუციის შესახებ არის უძველესი მატერიალისტური,  პრიმიტიული ფილოსოფიური წარმოდგენების ბუნების კანონებთან მისადაგების შედეგი.
სრულიად უსაფუძვლო, მხოლოდ მითური იდეის მიმართ ფანატიკური რწმენით შექმნილი თეორიის ასეთი გავრცელება და მთელს მსოფლიოში გაბატონება უამრავი უბედურების მიზეზად იქცა. აზროვნებაში დარვინიზმისა და მატერიალისტური მსოფლმხედველობის დანერგვამ ღვთიური შემოქმედების გვირგვინის – ადამიანის ამქვეყნად მოვლინების მნიშვნელობის დაკნინება გამოიწვია. თუ იქამდე მორწმუნე ადამიანები კითხვაზე, როგორ და რისთვის გაჩნდა ადამიანი დედამიწაზე და რა არის მისი მოვალეობა ღვთის წინაშე, ასე პასუხობდნენ – “ადამიანი ღვთის მიერაა შექმნილი და უნდა იცხოვროს ზნეობისა და სიყვარულის კანონებით, ისე, როგორც ღმერთი გვასწავლის”. ახლა უკვე ეს პასუხი სულ სხვანაირად ჟღერს – “ადამიანი შემთხვევით წარმოიშვა მაიმუნისგან ცოცხალი არსებების თანდათანობითი ევოლუციისა და არსებობისთვის პრძოლის პროცესში, სადაც გადარჩენა მხოლოდ შემგუებლობის უნარით დაჯილდოებულ სახეობებს უწერიათ”.
ჩვენი ცხოვრების უსასტიკესი კანონები მწარე საზღაურია კაცობრიობის ისტორიაში უდიდესი იდეოლოგიური ტყუილის დანერგვისთვის. დარვინიზმის “მეცნიერული” თეორია მშვენიერი იდეოლოგიური ნიადაგი აღმოჩნდა ნებისმიერი დიქტატორული წყობისთვის, იქნებოდა ეს ფაშიზმი, კომუნიზმი, რასიზმი, მაოიზმი თუ სხვა არაადამიანური რეჟიმი, დაფუძნებული არსებობისთვის ბრძოლისა და კონფლიქტების პრინციპზე.
ჩვენს ნაშრომში თავს ნებას მივცემთ გავაანალიზოთ დარვინიზმის თეორიის ზოგიერთი ფარული ასპექტი, მათი როლი კაცობრიობის ისტორიაში მეცხრამეტე საუკუნის მეორე ნახევრიდან მოყოლებული დღემდე; ვაჩვენოთ, თუ როგორი “საზეიმო მარშით” გადაუარა დარვინიზმმა მთელს მსოფლიოს და როგორ შეამზადა ნოყიერი ნიადაგი სხვადასხვა უკუღმართი და უაზრო იდეოლოგიური სწავლების აღმოცენებისთვის; გამოვააშკარავოთ ფარული კავშირი დარვინიზმსა და ტერორიზმს – ჩვენი დროის უმძიმეს თავსატეხს შორის.

დარვინიზმის უდიდესი სიცრუე – “ცხოვრება ბრძოლაა”.

ტერორიზმის, terror, დარვინიზმის
თავისი თეორიის ერთ-ერთი ძირითადი პოსტულატი დარვინმა გამოხატა შემდეგი ფორმულით:
“დედამიწაზე არსებული ორგანიზმების განვითარება გადარჩენისთვის ბრძოლასთან პირდაპირ კავშირშია. ამ განუწყვეტელ ბრძოლაში იმარჯვებს უძლიერესი, ხოლო სუსტი დასაღუპად და დასავიწყებლად არის განწირული”.
მისი სწავლების თანახმად, ბუნებაში მიმდინარეობს უსასტიკესი, განუწყვეტელი ბრძოლა არსებობისთვის. უფრო ძლიერი და შეგუების უნარით დაჯილდოებული ორგანული ნივთიერებები და ორგანიზმები ყოველთვის ჯაბნიან სუსტებს და სიცოცხლის შემდგომი განვითარება სწორედ ამით არის განპირობებული. დარვინმა ამ იდეას მიუძღვნა მთელი თავი თავისი წიგნისა “სახეობათა წარმოშობა”. ამ თავის სათაურია “ბუნებრივი შერჩევა, ანუ ყველაზე შემგუებელი სახეობების გადარჩენა”.
უფრო მეტიც, დარვინი ამტკიცებდა, რომ “გადარჩენისთვის ბრძოლის” იდეა ადამიანებისთვისაც არის გამოსადეგი. ამ გამაოგნებელი განცხადების თანახმად, ამ ბრძოლაში “პრივილეგირებული რასები” იმარჯვებენ. დარვინის აზრით, ამ “პრივილეგირებული რასის” წარმომადგენლები თეთრკანიანი ევროპელები არიან, ხოლო აფრიკული ან აზიური რასა ამ ბრძოლაში დამარცხებისთვის არიან განწირული. დარვინი ამით არ დაკმაყოფილდა და გამოთქვა ვარაუდი, რომ ეს რასები უახლოეს ხანში გადაშენდებიან:
“არცთუ ისე შორეულ მომავალში, რომელიც საუკუნეებით განიზომება, ცივილიზებული რასები უეჭველად გაანადგურებენ, შემდეგ კი მთლიანად მოსპობენ ველურებს მთელს მსოფლიოში. ამავდროულად, ანტროპომორფული მაიმუნიც (ანუ გარდამავალი სტადია მაიმუნიდან ადამიანისკენ) გაქრება. უფსკრული ადამიანსა და მის უახლოეს წინაპარს შორის სწრაფად გაღრმავდება და განსხვავება ცივილიზებულ ადამიანებსა და ველურებს შორის დაახლოებით ისეთი იქნება, როგორიც კავკასიელ ხალხებსა და გიბონებს შორის, მაშინ, როცა ახლა დაახლოებით ისეთია, როგორიც ზანგებსა ან ავსტრალიელ აბორიგენთა და გორილებს შორის”. 1
ინდოელი ანთროპოლოგი ლალიტა ვიდიარტი, რომელმაც დარვინიზმის ფარული ასპექტების შესწავლას დიდი დრო მოანდომა, გვიხსნის, თუ როგორ მოახვია თავს ევოლუციის დარვინისეულმა თეორიამ რასიზმის იდეები საზოგადოებრივ მეცნიერებებს:
“დარვინის ბუნებრივი გადარჩევის თეორია სწავლულ-საზოგადოებრივ მუშაკთა წრეში თბილად მიიღეს. მათ დაიჯერეს, რომ კაცობრიობამ თეთრი რასის ცივილიზაციის წყალობით განვითარების სხვადასხვა საფეხურს მიაღწია. მეცხრამეტე საუკუნის მეორე ნახევრისთვის რასიზმი, როგორც ფაქტი, დასავლელ მეცნიერთა უმრავლესობამ აღიარა” 2

დარვინის “შთაგონების” წყარო: თომას მალთუსის დაუნდობლობის თეორია

thomas malthus, დარვინიზმის, თომას მალთუსის
თავისი თეორიის შემუშავებისას დარვინი იდეურ “შთაგონებას” იმდროინდელი ინტელიგენციის წრეებში ფრიად პოპულარული  თომას მალთუსის წიგნის “ესე პოპულაციის პრინციპების შესახებ” ფურცლებზე პოულობდა. ამ ნაშრომში მალთუსმა მოიყვანა თავისი მათემატიკური გათვლები, რომლის არსიც იქამდე დადიოდა, რომ დედამიწაზე მცხოვრებ ადამიანთა რაოდენობა ერთობ დიდია და საჭიროა მათი გამრავლების აღკვეთა. ეკონომისტის აზრით, ისეთი მასობრივი უბედურებები, როგორებიცაა ომები, შიმშილი და ეპიდემიები, მოსახლეობის რაოდენობის შემცირების აუცილებელი მექანიზმებია, რადგან ადამიანთა რაღაც ნაწილი უნდა ამოიხოცოს, რომ დანარჩენებს უკეთესი ცხოვრების საშუალება მიეცეთ. კაცობრიობის არსებობა მხოლოდ ამ “პერმანენტული ომით” არის შესაძლებელი.
როგორც აღვნიშნეთ, მალთუსის იდეები მეცხრამეტე საუკუნეში ფართოდ იყო გავრცელებული, განსაკუთრებით, ევროპის მაღალი საზოგადოების ინტელიგენციაში. აი, როგორ არის გადმოცემული მალთუსის თვალსაზრისი მოსახლეობის რაოდენობის შესახებ ცხოვრების ევროპულ ყაიდასთან მიმართებით სტატიაში: “ნაცისტების საიდუმლო გამოკვლევები”:
მეცხრამეტე საუკუნის დასაწყისში ევროპის მმართველი კლასების წარმომადგენლები შეიკრიბნენ, რათა განეხილათ ახლადაღმოცენებული “მოსახლეობის პრობლემა” და შეემუშავებინათ ღარიბ-ღატაკთა შორის სიკვდილიანობის დონის ამაღლების მალთუსისეული რეკომენდაციის განხორციელების მეთოდები: “იმის მაგივრად, რომ ღარიბებს შორის სისუფთავე და სანიტარია დავნერგოთ, საჭიროა სრულიად საწინააღმდეგო ჩვევები გამოვუმუშავოთ. ჩვენს ქალაქებში ქუჩები კიდევ უფრო უნდა დავავიწროვოთ, სახლებში ხალხი კიდევ უფრო მჭიდროდ დავასახლოთ და ჭირის ეპიდემიის გავრცელებას ხელი შევუწყოთ. ქალაქების გარეუბნებში საჭიროა ვაშენოთ სოფლები დაგუბებულწყლიანი ადგილების სიახლოვეს და განსაკუთრებით ჭაობიან და ცხოვრებისთვის გამოუსადეგარ ადგილებში”... და ა.შ. 3
ამ დაუნდობელი პოლიტიკის შედეგად სუსტები, ანუ ისინი, რომლებიც გადარჩენისთვის ბრძოლის უკანა რიგებში არიან, განადგურდებოდნენ და მოსახლეობის რაოდენობის სწრაფი ზრდა შენელდებოდა. ეს, ეგრეთწოდებული “ღარიბთა შევიწროების” პოლიტიკა, მეცხრამეტე საუკუნის ინგლისში პრაქტიკულად ხორციელდებოდა. მოსახლეობის უღარიბესი ფენებისთვის დაინერგა ისეთი ინდუსტრიული წესები, როცა 8-9 წლის ბავშვები იძულებულნი იყვნენ დღეში 6 საათი ემუშავათ ქვანახშირის მაღაროებში. ათასობით ბავშვი იხოცებოდა ამ გაუსაძლის პირობებში. მალთუსის მიერ მოგონილმა “გადარჩენისთვის გარდაუვალმა ბრძოლამ” მილიონობით ინგლისელს ცხოვრება ჯოჯოხეთად უქცია.
ამ იდეების გავლენით დარვინმა ჩამოაყალიბა პერმანენტული კონფლიქტის, როგორც გლობალური ბუნებრივი მოვლენის კონცეფცია. ამან საშუალება მისცა მას განეცხადებინა, რომ გადარჩენისთვის ბრძოლაში ყოველთვის იმარჯვებს უძლიერესი და შემგუებლობის ყველაზე დიდი უნარით გამორჩეული არსება, რაც იმას ნიშნავს, რომ მხოლოდ მას აქვს არსებობის უფლება. ეს კანონი ხომ თვით ბუნებამ განაპირობა! მაგრამ დარვინის მთავარ მტრებად ზნეობრივი ღირებულებები და სულიერება, რწმენა და რელიგია მოგვევლინა, რამაც ზღვარი დაუდო მისი პირმშოს – “გადარჩენისთვის ბრძოლის” იდეის უზომო გავრცელებას. მაშინ გადმოსროლილ იქნა კიდევ ერთი “მეცნიერული” ლოზუნგი – დარვინმა ყველა განათლებულ ადამიანს მოუწოდა, უკუეგდო სულელური რელიგიური ნაბოდვარი ღმერთის მიერ სიცოცხლის შექმნის შესახებ და თანამედროვე “მეცნიერული” აღმოჩენებისთვის დაეჯერებინა.
hitler, ჩემი ბრძოლა, Mein Kampf
ამ სიცრუით გაბერილი იდეების გავრცელების გამო, იდეებისა, რომლებმაც საზოგადოებრივ თუ პიროვნულ აზროვნებაში სისასტიკე და ძალადობა შეიტანა, იდეებისა, რომლებიც გადარჩენისთვის ბრძოლასა და სუსტების განადგურებას ბუნებრივ მოვლენად თვლიდა, კაცობრიობამ უკვე მეოცე საუკუნეში უზარმაზარი საზღაური გადაიხადა.
თუ მეცხრამეტე საუკუნეში დარვინიზმმა თეორიული საფუძველი შექმნა რასიზმის პოლიტიკის “გასამართლებლად”, მეოცე საუკუნეში ევოლუციის თეორიამ ნაციზმის იდეოლოგიის აღმოცენება უზრუნველყო. ნაციზმის იდეოლოგები სრულად და მთლიანად დარვინიზმის “მეცნიერულ კანონებს” ეყრდნობოდნენ. ადოლფ ჰიტლერისა და ალფრედ როზენბერგის საპროგრამო სტატიებში ძირითადად გამოყენებულია დარვინის ისეთი იდეები, როგორებიცაა “ბუნებრივი შერჩევა”, “ბუნების სელექცია” და “რასებს შორის გადარჩენისთვის ბრძოლა”, რომელთა შესახებ ხშირადაა ლაპარაკი წიგნში “ბუნებრივი შერჩევის შედეგად სახეობების წარმოშობა”. დარვინის იდეებით, მისი გადარჩენისა და ძლიერის გამარჯვების  პრინციპებით გატაცება წითელ ზოლად გასდევს ჰიტლერის წიგნს “ჩემი ბრძოლა” (“Mein Kampf”). აი, კერძოდ, მისი აზრი რასობრივ ბრძოლაზე: “კაცობრიობის ისტორია განვითარების უმაღლეს წერტილს მიაღწევდა ახალ, უმაგალითოდ გაბრწყინებულ ათასწლოვან იმპერიაში, რომელიც თვით ბუნების მიერ ნაკარნახევ ახალ რასობრივ იერარქიაზე დაფუძნდება.”
1933 წელს ნიურნბერგში გამართულ ნაციონალურ-სოციალისტური პარტიის ყრილობაზე ჰიტლერმა ღიად განაცხადა:
“...უმაღლესმა არიულმა რასამ ყველა დაბალი რასა უნდა დაიმორჩილოს... ეს არის თვით ბუნების მიერ განპირობებული კანონი – ერთადერთი ლოგიკური კანონი სიცოცხლისა დედამიწაზე.” 4
ისტორიკოსი რ. ჰიკმანი ასე აღწერს დარვინიზმის გავლენას ფაშისტურ იდეოლოგიაზე:
“ჰიტლერი დედამიწაზე სიცოცხლის ევოლუციის თეორიის თანმიმდევარი მომხრე და დაუცხრომელი მქადაგებელი იყო. თუ არ ჩავთვლით ფსიქიკურ გადახრებსა და კომპლექსებს, რაც მის წიგნში ცხადად ჩანს, “ჩემი ბრძოლა” – ეს არის ნათლად ჩამოყალიბებული აღიარება ევოლუციის თეორიისა. მასში განსაკუთრებით ხაზი ესმება თეზისს ბუნებრივი შერჩევის შესახებ, სუსტი რასების განადგურების აუცილებლობას ძლიერთა გადარჩენის მიზნით, რათა შერჩევის გზით უკეთესი საზოგადოება შეიქმნას.” 5
დარვინის იდეებით გაჟღენთილმა და მათმა მგზნებარე პროპაგანდისტმა ადოლფ ჰიტლერმა კაცობრიობა მიიყვანა კატასტროფამდე, რომლის მასშტაბები შემაძრწუნებელია. კაცობრიობის ისტორიას არ ახსოვს ასეთი მასობრივი ხოცვა-ჟლეტა. ბევრი პოლიტიკური თუ ეთნიკური ჯგუფი, განსაკუთრებით ებრაელები, ჰიტლერულ “სელექციას” შეეწირნენ. ათასობით ადამიანი დაიხოცა საკონცენტრაციო ბანაკებში. მათ უმრავლესობას აუწერელ ტანჯვა-წამებაში ამოხდა სული. მეორე მსოფლიო ომმა, რომელიც ნაცისტური აგრესიის გამო დაიწყო, 55 მილიონი ადამიანი იმსხვერპლა. და ცოტა თუ დაფიქრებულა იმაზე, რომ ამ უზარმაზარი ტრაგედიის მიზეზთა მიზეზი მოყვარული ინგლისელი ბუნებისმეტყველის – ჩარლზ დარვინის სიცრუით გაჯერებული აზრები იყო.

სისხლიანი ალიანსი: დარვინიზმი და კომუნიზმი

იმ დროს, როცა ფაშისტებმა სოციალური დარვინიზმის მარჯვენა ფრთა შეიგულეს, კომუნისტები მარცხენა ფლანგზე გამაგრდნენ.
კომუნისტები დარვინის თეორიის ერთ-ერთი ყველაზე ერთგული მიმდევრები და დამცველები იყვნენ. კომუნიზმისა და დარვინიზმის ურთიერთობა ამ ორი სწავლების ფუძემდებელთა ნაცნობობით დაიწყო. კომუნიზმის ფუძემდებლები კარლ მარქსი და ფრიდრიჰ ენგელსი, წაიკითხეს რა “სახეობათა წარმოქმნის” პირველი გამოცემა, აღფრთოვანდნენ და განცვიფრდნენ იმით, თუ რა მჭიდრო კავშირში იყო ევოლუციის თეორია “დიალექტიკურ მატერიალიზმთან”. მარქსსა და ენგელსს შორის მიწერ-მოწერა ადასტურებს, როგორ ერთსულოვნად დაუჭირეს მათ მხარი დარვინის სწავლებას, რომელშიც “კომუნიზმისთვის ბუნებისმეტყველების საფუძვლები” იყო მოცემული. კარლ მარქსმა დარვინს თავისი “კაპიტალის” პირველი გერმანული გამოცემა მიუძღვნა და გარეკანზე წააწერა – “ჩარლზ დარვინს მგზნებარე თაყვანისმცემლისგან”. ფრიდრიჰ ენგელსმაც თავის წიგნში – “ბუნების დიალექტიკა”, სადაც უეჭველად იგრძნობა “სახეობათა წარმოქმნის” გავლენა, უმაღლესი შეფასება მისცა დარვინის თეორიას და შეეცადა, თავის წვლილი შეეტანა მის განვითარებაში, მიუძღვნა რა ამ თემას მთელი თავი ნაშრომში – “შრომის როლი მაიმუნის ადამიანად ქცევის პროცესში”.
მარქსისა და ენგელსის მიმდევრები რუსეთში – პლეხანოვი, ლენინი, ტროცკი და სტალინი ერთსულოვნად იზიარებდნენ დარვინის ევოლუციის თეორიას. პლეხანოვი, რომელიც რუსული კომუნიზმის ერთ-ერთ მამამთავრად ითვლება, მარქსიზმს განიხილავდა, როგორც “დარვინიზმს სოციალურ მეცნიერებებთან მიმართებაში.” 6
ლევ ტროცკი წერს – “დარვინის აღმოჩენა დიალექტიკის უდიდესი გამარჯვებაა ორგანული მატერიის სფეროში”. 7
დარვინისეული განათლება უდიდეს როლს თამაშობდა კომუნისტური კადრების ფორმირებაში. ასე მაგალითად, ისტორიკოსებმა ერთ ღირსშესანიშნავ ფაქტს მიაქციეს ყურადღება – სიყმაწვილეში სტალინი ფრიად რელიგიურად განწყობილი ადამიანი იყო, მაგრამ დარვინის თეორიის ზეგავლენით იგი ჩამოცილდა რელიგიას და შეურიგებელ ათეისტად გადაიქცა”. 8
მაო ძე დუნი, ვინც ჩინეთში კომუნისტური მმართველობა შემოიღო, და მილიონობით თანამოქალაქე გაწყვიტა, ღიად ამტკიცებდა, რომ “ჩინური სოციალიზმი დარვინის იდეებსა და მის ევოლუციის თეორიას ეყრდნობა”. 9
ისტორიკოსმა ჰარვარდის უნივერსიტეტიდან, ჯეიმს რივ პუსეიმ თავის წიგნში “ჩინეთი და ჩარლზ დარვინი” საფუძვლიანად განიხილა დარვინიზმის გავლენა ჩინური კომუნიზმის ჩამოყალიბებასა და მაო ძე დუნის პოლიტიკაზე. 10
მისი დასკვნით “ევოლუციის თეორიასა და კომუნიზმს შორის ურღვევი კავშირი არსებობს. ამ თეორიის მიხედვით, სიცოცხლე დედამიწაზე შემთხვევისა თუ ბუნების წყალობით აღმოცენდა და ყველა ათეისტურ მოძღვრებას “მეცნიერული” საფუძველი შეუქმნა, რაც აქამდე მათ სუსტ წერტილად ითვლებოდა. კომუნიზმი – ათეისტური ფილოსოფიაა. სწორედ აქ არის ჩადებული კომუნიზმისა და დარვინიზმის ურღვევი კავშირის პირობა. გარდა ამისა, ევოლუციის თეორია ამტკიცებს, რომ პროგრესისა და ბუნებაში სიცოცხლის განვითარების ერთადერთი მამოძრავებელი ძალა არის პერმანენტული კონფლიქტი და ბრძოლა (სხვა სიტყვებით – “ბრძოლა გადარჩენისთვის”) და ამით მხარს უმაგრებს კომუნისტური მეცნიერების ფუნდამენტურ პრინციპს – “დიალექტიკას”.
თუ დავფიქრდებით იმაზე, რომ მეოცე ასწლეულში დიალექტიკური კონფლიქტის კომუნისტურ კონცეფციას 120 მილიონზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, იქნებ უფრო ნათლად გავიაზროთ, რამდენი უბედურება მოუტანა დარვინიზმმა კაცობრიობას.

დარვინიზმი და ტერორიზმი

11 september, ტერორიზმის
როგორც ნათლად დავინახეთ, დარვინიზმი თანამედროვეობის ყველაზე გაუკუღმართებული და სასტიკი იდეოლოგიების “მეცნიერულ” საფუძველი გახდა და აურაცხელი უბედურება მოუტანა კაცობრიობას მეოცე საუკუნეში. თუმცა დარვინიზმს, ისევე როგორც ზემოთაღნიშნულ იდეოლოგიებს, აქვს თავისი “ეთიკური ნორმები” და “მეთოდები”, რომელთა საშუალებით იგი ზეგავლენას ახდენს სხვაგვარად მოაზროვნეებზე და ებრძვის მათ, ვინც უარყოფს ევოლუციის თეორიის “მეცნიერულ” მტკიცებულებებს. ამ “ეთიკისა” და “მეთოდების” ძირითადი პრინციპის თანახმად უნდა “ებრძოლო მათ, ვინც ჩვენთან არ არის”.
ამ “ეთიკური ნორმის” ახსნა ცოტა სხვანაირადაც შეიძლება: მსოფლიოში არსებობს სხვადასხვა თვალსაზრისი, რელიგიური თუ ფილოსოფიური მიმდინარეობა. ამა თუ იმ მიმდინარეობის წარმომადგენლები ერთმანეთს შეიძლება ეპყრობოდნენ ორნაირად:
  1. მათ შეუძლიათ პატივი სცენ განსხვავებული თვალსაზრისის მქონე ადამიანებს და ეცადონ მათთან დიალოგის გამართვას ჰუმანური ხერხების გამოყენებით.
  2. შეუძლიათ აირჩიონ ბრძოლის გზა და თავიანთი უპირატესობა თანამოძმეთა განადგურებით განაპირობონ.
სიმხეცე, რასაც ჩვენ ტერორიზმს ვუწოდებთ, სხვა არაფერია, თუ არა მეორე მეთოდის ცხოვრებაში გატარება.
დარვინის იდეებმა სწრაფად დაიმკვიდრა ადგილი ადამიანის აზროვნებაში. კაცობრიობის ისტორია მეოცე საუკუნეში სავსეა განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებთან უგუნური და დაუნდობელი ბრძოლის მაგალითებით. ცალკეული ინდივიდებსა და ადამიანთა ჯგუფებს, რომელთაც ცხოვრებისეულ მიზნად დაუნდობლობა და ტერორი აირჩიეს, შეიძლება ყურიც არ ჰქონდეთ მოკრული დარვინიზმსა და მის იდეოლოგიურ პრინციპებზე, მაგრამ ნებით თუ უნებლიეთ, ისინი იზიარებენ თვალსაზრისს, რომლის ფესვები დარვინიზმის საფუძველშია გადგმული. ისინი იძულებულნი არიან, დაუჯერონ დარვინიზმის ლოზუნგებს: “ამქვეყნად იმარჯვებს უძლიერესი!”, “დიდი თევზი ყლაპავს პატარას!”, “ომი სიქველეა!” და “ბრძოლა პროგრესის საფუძველია!” მოაცილეთ ამას დარვინიზმი და ხელში ცარიელი ლოზუნგები შეგრჩებათ.
მართლაც, საკმარისია დარვინიზმი უკუვაგდოთ და ბრძოლის ფილოსოფიის ნატამალიც აღარ დარჩება. სამი უდიდესი რელიგია – ისლამი, ქრისტიანობა და იუდაიზმი, რომელთა მიმდევრები კაცობრიობის უმეტეს ნაწილს შეადგენენ, მსოფლიოში ძალადობის წინააღმდეგ გამოდის, ადამიანებს მოუწოდებს შემწყნარებლური და მშვიდობიანი თანაარსებობისკენ, კატეგორიულად გმობს უდანაშაულო ადამიანთა მიმართ ძალადობას და სისასტიკეს, მკვლელობას და დაუნდობლობას. სისასტიკე და ძალადობა კლავს იმ სიკეთეს და მაღალ ზნეობას, რაც ადამიანებისთვის ღვთის სიტყვას მოაქვს. ამავდროულად, დარვინიზმი კონფლიქტს განიხილავს, როგორც პროგრესის ბუნებრივ მამოძრავებელ ძალას, ხოლო ძალადობას – დედამიწაზე წონასწორობის შენარჩუნების მიზნით გამართლებულ მეთოდს, რომელსაც არსებობის სრული უფლება აქვს!
ტერორისტებს, რომლებიც ყოველდღიურად არაერთ საზარელ დანაშაულს სჩადიან, მიუხედავად იმისა, რომ ისლამის, ქრისტიანობისა თუ იუდაიზმის სიმბოლოებს ეფარებიან, რელიგიასთან არაფერი ესაქმებათ. არც ერთი ჭეშმარიტად მორწმუნე ადამიანი, რომელ სარწმუნოებასაც უნდა მიეკუთვნებოდეს, არ დაიდებს უმძიმეს ცოდვას ამქვეყნად – არ მოკლავს უდანაშაულოს! ტერორისტები არიან არაკაცები, რომლებიც რწმენის სიწმინდეებს ეფარებიან. აი, სად იმალება შემთხვევითობის თეორიის ნაყოფი! ტერორისტებს შეუძლიათ ამტკიცონ, რომ თავიანთ არაადამიანურ ქმედებებს სარწმუნოების სისუფთავის დაცვის მიზნით სჩადიან, მაგრამ სინამდვილეში ისინი ათეისტები არიან, რომლებიც ცდილობენ, ჭეშმარიტი რწმენის ღირებულებებს საფუძველი გამოაცალონ და ადამიანებს დარვინიზმის იდეები შთაუნერგონ. ტერორიზმის – მეოცე საუკუნის ამ შავი ჭირის ფესვები სწორედ მებრძოლ ათეიზმში დევს და რელიგიასთან არავითარი კავშირი არა აქვს. ათეიზმის სინონიმები კი “დარვინიზმი” და მატერიალიზმია”.

ისლამის ჭეშმარიტი ზნეობრივი ღირებულებები

ზოგი ადამიანი ამტკიცებს, ისლამის სადიდებლად ვმოქმედებთო ისე, რომ არც იციან, რა არის ისლამი. არ შეიძლება ისლამზე მსჯელობა ამა თუ იმ ადამიანის საქციელის მიხედვით, ვინც თავს მაჰმადიანს უწოდებს. არის მხოლოდ ერთი წყარო, რომელიც ჭეშმარიტ წარმოდგენას გვაძლევს ისლამის რაობაზე. ეს არის წმინდა ყურანი – ღვთიური გამოცხადება, რომელიც კაცობრიობას 14 საუკუნის წინ მოემადლა.
დასავლეთში გავრცელებული შეხედულებები ხშირად არ შეესაბამება ჭეშმარიტ ისლამს, უმაღლეს ზნეობას, რომელიც წმინდა ყურანშია გაცხადებული. ყურანი ადიდებს ჭეშმარიტ ადამიანურ სიქველეს – მაღალ ზნეობას, სიყვარულს, თანაგრძნობას, გულმოწყალებას, თავმდაბლობას, მოყვასისთვის თავგანწირვასა და შემწყნარებლობას. ყურანის წესების მიხედვით მცხოვრებ მაჰმადიანს შეუძლია იქცეს მაგალითად სიქველისა და შემწყნარებლობისა, გახდეს მაღალზნეობრივი პიროვნება. ის მის გარშემო ადამიანებს ჩუქნის მშვიდობას, სიყვარულს, პატივისცემას და სიცოცხლის ნათელ სიხარულს.

ისლამი – მშვიდობისა და კეთილდღეობის რელიგია

არაბულ ენაზე სიტყვა “ისლამი” “მშვიდობას” ნიშნავს. ისლამი – ეს არის რელიგია, რომელიც მოწოდებულია მოუტანოს კაცობრიობას სიცოცხლე, სავსე კაცთმოყვარეობით, მშვიდობითა და კეთილდღეობით. მაღალი ღმერთი თავის წმინდა გზავნილში – ყურანში, საუკეთესო ადამიანურ თვისებებს აღვიძებს – გულმოწყალებას, შემწყნარებლობას და თანაგრძნობას, მოუწოდებს ადამიანებს, იცხოვრონ მშვიდობიანად და თანხმობით.
“ჰოი თქვენ, რომელთაც იწამეთ! შედით ერთიანად მორჩილებაში და ნუ გაჰყვებით შაითანის კვალს,- ისაა თქვენი მტერი აშკარა.” (სურა “ძროხა”, აიათი 208)
ყურანი გვასწავლის, რომ ადამიანები კეთილდღეობას მხოლოდ მაშინ ჰპოვებენ, როცა მთელი სულით და გულით გაიზიარებენ ისლამს და ღვთის მიერ დაწესებული ზნეობრივი წესით იცხოვრებენ.

მაღალი ღმერთი კატეგორიულად გმობს ბოროტებას

ტერორიზმის
მაღალმა ღმერთმა დაარიგა ადამიანები, შორს ეჭიროთ თავი ბოროტებისგან, აუკრძალა მოყვასის მიმართ ეჭვიანობა და უნდობლობა, დაგმო უზნეობა, სისასტიკე, აგრესია და სისხლისღვრა. ყოველი ჩვენგანი, ვინც ამ წესებს გადადის, დანაშაულს სჩადის ღვთის წინაშე და სატანას ემსახურება, რასაც ყურანის სტრიქონები გვიდასტურებს. წმინდა ყურანში ღმერთი არაერთხელ ახსენებს ადამიანებს, არ შეეწინააღმდეგონ მის ნებას და არ აყვნენ ბოროტების ცდუნებას. მაგალითისთვის, ყურანის ორი აიათი მოვიყვანოთ:
“ხოლო იმათ, რომელნიც ჯერ დადებენ, მერე გატეხენ ალაჰის აღთქმას, და არღვევენ იმას, რაზეც შეერთდესო, ალაჰმა ბრძანა, და უკეთურებას თესენ მიწაზე, - წყევლა იმათ, და ბოროტი სამკვიდრებელი იმათ!” (სურა “ქუხილი”, აიათი 25)
“და ეძიებდე საიქიო სამყოფელს იმაში, რაც შენთვის ალაჰს უბოძებია, და ამქვეყნად შენი ხვედრიც არ დაივიწყო, და კეთილი ჰქმენ, როგორც შენთვის ალაჰს კეთილი უქმნია, და უკეთურებას ნუ ესწრაფვი ამ მიწაზე, რადგან არ უყვარს ალაჰს უკეთურნი!” (სურა “მონათხრობი”, აიათი 77)
მაღალმა ღმერთმა აკრძალა ყველაფერი, რასაც შეუძლია, ადამიანებს ზიანი მიაყენოს. ტერორიზმი და ძალადობა ღვთის წინაშე ჩადენილი უდიდესი დანაშაულია. ჭეშმარიტ მაჰმადიანს ამქვეყნად თანხმობა მოაქვს და სამყაროს სრულყოფისთვის არის მოწოდებული.

ისლამი მხარს უჭერს შემწყნარებლობას და სიტყვის თავისუფლებას

ისლამი არის რელიგია, რომელიც იცავს ადამიანის სიცოცხლის, სიტყვისა და სარწმუნოების თავისუფლებას. იგი გმობს ნებისმიერ კონფლიქტებსა და დაპირისპირებას, არ უშვებს ადამიანებისგან ერთმანეთისადმი უღირსობის, სულმოკლეობისა და ცილისწამების მცირეოდენ გამოვლინებასაც კი.
ისლამი არა მარტო კატეგორიულად ეწინააღმდეგება ტერორსა და ძალადობას, არამედ უარყოფითად ეკიდება ერთი ადამიანის მიერ მეორის დაჩაგვრის ან აზრის ძალათ თავზე მოხვევის ნებისმიერ შემთხვევას.
“არაა რწმენაში ძალდატანება არავითარი, გზა გარჩეულია სიცრუის გზისგან, და ვისაც კერპები არა სწამს და სწამს ალაჰი, ისეთ მაგარ ხელჩასაჭიდსაა ჩაკიდებული, რომელიც არასოდეს გაწყდება. ხოლო ალაჰი ყოვლისგამგონე და ყოვლისმცოდნეა.” (სურა “ძროხა”, აიათი 256)
“და შეაგონე! შენ ხარ მხოლოდ შემგონებელი, არა ხარ მათი მბრძანებელი.” (სურა “დამფარველები”, აიათი 21-22)
რწმენის დაძალება ისლამის პრინციპებს ეწინააღმდეგება, რადგან ჭეშმარიტი რწმენა მხოლოდ ადამიანის კეთილ ნებასა და სინდისის ძახილს უნდა ემორჩილებოდეს. რა თქმა უნდა, მაჰმადიანებს შეუძლიათ, ერთმანეთი წააქეზონ ყურანით გათვალისწინებული ზნეობრივი საქციელისთვის, მაგრამ არასდროს უნდა მოახვიონ თავს სხვებს თავისი რწმენა. ყოველ ადამიანს აქვს უფლება აირჩიოს, იცხოვროს ღვთიური სიტყვის თანახმად, თუ სხვა ცხოვრებისეულ გზაზე იაროს.
მაგალითისთვის, წარმოვიდგინოთ სხვა სამყარო, სადაც ადამიანებს რელიგიური ზნეობის წესებით ცხოვრებას აიძულებენ. საზოგადოების ასეთი მოდელი კიდევ უფრო მიუღებელია ისლამისთვის, რადგან ღვთის რწმენა და თაყვანისცემა მხოლოდ მაშინ არის ჭეშმარიტი, როცა ის გულწრფელია. ისლამისთვის მიუღებელია შიშის გამო რწმენა. ჭეშმარიტი ისლამი არსებობს მხოლოდ იქ, სადაც სიტყვისა და სინდიდსის თავისუფლებაა. მხოლოდ ასეთი სისტემა შეეფერება შემოქმედს.

ღმერთი კრძალავს უდანაშაულო ადამიანების მკვლელობას

ყურანის თანახმად, უდანაშაულო ადამიანის მოკვლა ერთ-ერთი უმძიმესი ცოდვაა:
“და ამის გამო დავუწერეთ ისრაელის ძეთ, რომ ვინც მოკლას კაცი არა კაცისა წილ, ან არა უკეთურებისა წილ ამ მიწაზე, თითქოს მოეკლას ხალხი ერთიანად მას, ხოლო ვინც გააცოცხლოს ის, თითქოს გაეცოცხლებინოს ხალხი ერთიანად მას და მოსულან მათთან ჩვენი მოციქულები ცხადი დამოწმებით, მერე კი მრავალი მათგანი ზღვარგადასული იყო ამ მიწაზე.” (სურა “ტრაპეზი”, აიათი 32)
“იმ დღეს, როცა ცა გაიპობა ღრუბლებიანად, და მოვლენილი იქნებიან ანგელოზები ზემოვლინებით, მეუფება ჭეშმარიტი იმ დღეს ექნება მოწყალეს, და მძიმე ექნებათ ის დღე ურწმუნოებს.” (სურა “გარჩევა”, აიათი 25-26)
მშვიდობა
წმინდა წერილში წერია, რომ მას, ვინც უდანაშაულო ხალხს ხოცავს, სასტიკი სასჯელი ელის. ერთი ადამიანის მოკვლა არანაკლებ მძიმე ცოდვაა, ვიდრე მთელი კაცობრიობის მოსპობა. ჭეშმარიტი მაჰმადიანი არასდროს დაუშავებს რამეს თავის მოყვასს. მათ კი, ვინც იმედოვნებს ისლამის მსახურების მიზეზით თავი დაიძვრინოს სასჯელისგან, ღვთის დიადი რისხვა ელით! ყოველი ჩვენგანი სიკვდილის მერე პასუხს აგებს მაღალი ღმერთის წინაშე.
მაღალი ღმერთი მოუწოდებს მორწმუნეებს, იყვნენ თანამგრძნობნი და გულმოწყალენი
ამ აიათში ჭეშმარიტი მაჰმადიანის ზნეობრივი სახე ასეა აღწერილი:
“მერე იქნება ის იმათგანი, რომელთაც ირწმუნეს და მოთმინება შეაგონეს ერთმანეთს, და მოწყალება შეაგონეს ერთმანეთს. ესენი არიან მარჯვენა მხარის მფლობელნი. (სურა “ქალაქი”, აიათი 17-18)
“ერთმანეთის წაქეზება კეთილი საქციელისთვის” მაღალი ღმერთის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ბრძანებაა. ღვთის მადლი არ მოაკლდება მას, ვინც გულმოწყალეა მოყვასის მიმართ.
ისლამი, როგორც ეს ყურანიდანაც ჩანს თანამედროვე, განათლებული და პროგრესული რელიგიაა. ჭეშმარიტი მაჰმადიანი, უპირველეს ყოვლისა, აქტიურად მონაწილეობს თავისი ქვეყნის ცხოვრებაში, შემწყნარებელია ადამიანების მიმართ, განათლებულია, პატიოსანი და გულმოწყალე.
განათლებულ, ყურანის ფასეულობებზე აღზრდილ მაჰმადიანს საზოგადოებისთვის მხოლოდ სიკეთე მოაქვს. ის პატივისცემით ეკიდება ნებისმიერ, თუნდაც მისი მსოფლმხედველობიდან სრულიად განსხვავებულ აზრს, ხელოვნების დამფასებელია და იცავს ზრდილობის წესებს. ნებისმიერ დაძაბულ ვითარებაში იგი მშვიდობისმყოფელის როლში გვევლინება. აბა დავფიქრდეთ, ყოველ მაჰმადიანს რომ შეეძლოს, თავის სულში ჩაიხედოს და დაინახოს, რომ ყველა ამ მოთხოვნას აკმაყოფილებს, საზოგადოება, რომელშიც ის იცხოვრებს, მსოფლიოში ყველაზე მაღალგანვითარებული, მშვიდობიანი, აყვავებული და ყოველგვარი სიკეთით სავსე გახდება.

მაღალი ღმერთი ადამიანებს შემწყნარებლობისა და გულმოწყალებისკენ მოუწოდებს

სურა ალ არაფის 199-ე აიათში ღმერთი მოგვიწოდებს:
“იყავ შემნდობი და სიკეთე შეაგონე, და ერიდე უგუნურთ.”
ყურანი მოითხოვს შენდობასა და შემწყნარებლობას, თანახმად ისლამის ერთ-ერთი მთავარი მცნებისა.
ისლამის ისტორია ადასტურებს, რომ ყოველ დროში მაჰმადიანები ღმერთის ამ მცნებას მიჰყვებოდნენ და ცდილობდნენ, ის საზოგადოებრივ ცხოვრებაში დაენერგათ. იქ, სადაც ისლამი იყო გაბატონებული, სხვადასხვა სარწმუნოების ადამიანები მშვიდობიანად და ურთიერთპატივისცემის ვითარებაში ცხოვრობდნენ. მათ ყველა საშუალება ეძლეოდათ, შეენარჩუნებინათ რელიგიური, ენობრივი თუ ეთნიკური თვითმყოფადობა. ასეთი მშვიდობიანი თანაარსებობის მაგალითია ოსმანთა იმპერია. იმპერიის შვიდასწლიანი ბატონობა მცირე აზიისა და ახლო აღმოსავლეთის უმეტეს ნაწილში, ისევე, როგორც ევროპის ქვეყნებში, შესაძლებელი გახდა მხოლოდ ამ იმპერიაში შემავალი ყველა ხალხისადმი პატივისცემისა და შემწყნარებლობის წყალობით. მაჰმადიანებს ადამიანებისთვის მოჰქონდათ მშვიდობა და სიკეთე, შემწყნარებლობა და თანაგრძნობა.
სწორედ იმ შემწყნარებლობას, რომელსაც ყურანი გვასწავლის, შეუძლია მოუტანოს მთელს მსოფლიოს მშვიდობა და კეთილდღეობა. ყურანში შემწყნარებლობისადმი ასეთი მოწოდება ისმის:
“არ ეტოლება კეთილი და ცუდი ერთმანეთს, ცუდი იმით მოიშორე, რაც უკეთესია. და მაშინ ის შენსა და რომელს შორის მტრობაცაა, ისეთი იქნება, როგორც გულითადი მეგობარი.” (სურა “ალ ფუსილათი” აიათი 34)

დასკვნა

ყოველივე ზემოთქმულიდან ცხადია, რომ საფუძველი ზნეობისა, რომელსაც ისლამი გვიქადაგებს, არის მშვიდობა, აყვავება და სამართლიანობა. ბარბაროსობას, რომელსაც დღესდღეობით “ისლამურ ტერორიზმს” უწოდებენ, არც ისლამთან და არც ყურანთან არაფერი აკავშირებს. ეს არის იმ პირსისხლიანი ბოროტმოქმედების გამონაგონი, რომლებიც რელიგიით ინიღბებიან და მის უსუფთავეს ზნეობას ბილწავენ. ჩვენი ვალია, დავსაჯოთ დამნაშავენი, რომლებიც შუღლს თესავენ მორწმუნეთა და ისლამის დროშას ამოფარებულ არაკაცებს შორის, რომლებმაც დედამიწაზე უდანაშაულო ადამიანთა სისხლის ზღვა დააყენეს.
ისლამს და ზნეობის იმ წესებს, რომლებსაც ყურანი გვასწავლის, არ შეუძლია, ადამიანები ტერორისა და ძალადობისკენ მიმართოს. პირიქით, მოგვიწოდებს, გავუფრთხილდეთ და დავიცვათ კაცობრიობა ამ საშინელი ბოროტებისგან

ნაწილი პირველი დარვინიზმის უარყოფა რატომ ევოლუციის თეორია?

ნაწილი პირველი
დარვინიზმის უარყოფა
რატომ ევოლუციის თეორია?

ადამიანების უმრავლესობას, როცა ესმის ისეთი ცნებები, როგორებიცაა “ევოლუციის თეორია” ან “დარვინიზმი” ჰგონია, რომ ეს ტერმინები მხოლოდ ბიოლოგიის სფეროს განეკუთვნება და მათ ცხოვრებასთან კავშირი არა აქვს. ეს დიდი შეცდომაა, რადგან
სინამდვილეში ევოლუციის თეორია იმდენად ბიოლოგიური ცნება არ არის, რამდენადაც მოძღვრება, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა და მთელს მსოფლიოში გაავრცელა უღმერთო, სისხლიანი იდეოლოგიური სისტემა, რაც მეოცე საუკუნეში გაბატონდა და მილიონობით უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ამ იდეოლოგიას მატერიალიზმი ჰქვია.
ამ სისტემის მიხედვით, დედამიწაზე ყოველივეს საწყისი მატერიაა და სიცოცხლის წარმოშობა უსულო, უგონო, ბრმა მატერიის შემთხვევითი ურთიერთობის შედეგია. აქედან გამომდინარე, უარყოფილია არსებობა თვით ღმერთისა, უფლისა, რომელმაც შექმნა სამყარო ასეთი სრულყოფილი სახით.
karl marx, das kapital, კარლ მარქსიdas kapital, marx, კარლ მარქსი
მარქსის ფოტოსთან:
დიალექტიკური მატერიალიზმის ფუძემდებელი კარლ მარქსი ღიად აცხადებდა, რომ დარვინის ევოლუციის თეორიამ მატერიალისტური მსოფლმხედველობის მეცნიერული საფუძველი განაპირობა. ევოლუციის თეორიის ფანატიკურმა მომხრემ, კარლ მარქსმა დარვინს თავისი ძირითადი ნაშრომი “კაპიტალი” მიუძღვნა და პირველი გერმანული გამოცემის გარეკანზე წააწერა – “ჩარლზ დარვინს მგზნებარე თაყვანისმცემლისგან”.
ეს აზრი გეგმაზომიერად ინერგება ადამიანთა ტვინში და აქცევს მას ეგოისტური მიდრეკილებების არსებად, აიძულებს იფიქროს მხოლოდ პირად გამორჩენაზე და თავის მატერიალურ კეთილდღეობაზე, იცხოვროს ამპარტავნობასა და სიბნელეში დანთქმულმა და უგულებელყოს ჭეშმარიტი ღირებულებანი, რაც მაღალმა ღმერთმა მოამადლა კაცობრიობას. მატერიალიზმის იდეებმა ღრმა და შხამიანი ფესვები გაიდგა ადამიანის აზროვნებაში, მოუწამლა რა მას ღვთისგან ბოძებული სულის უსუფთავესი ნაწილი. მეოცე საუკუნეში მატერიალისტური მოძღვრების ფართო გავრცელებით დაიწყო ადამიანის ამქვეყნად მოსვლის ღვთაებრივი აზრის რღვევა. მატერიალიზმი მხოლოდ ცალკეული ადამიანისთვის როდია დამღუპველი. შეურყია რა ადამიანებს რწმენა სულიერების  მიმართ, მატერიალიზმმა წარმოშვა გათითოკაცებული ინდივიდუუმების უგულო და უგრძნობი საზოგადოება, რომელიც მხოლოდ თავისი ეგოისტური მოთხოვნილებების დაკმაყოფილებაზე ზრუნავს, რომელიც იკადრებს ყველაფერს თავისი პირადი მიზნებისთვის. მისთვის აღარ არსებობს წმიდათაწმიდა ცნებები, ან ზნეობრივი ფასეულობანი, თანაცხოვრების წესები, მოქალაქეობრივი, ან თუნდაც, სახელმწიფოებრივი შეგნება. საზოგადოება, სადაც არ იციან, რას ნიშნავს სამშობლოს სიყვარული, სამართლიანობა, ერთგულება, ძმობა, წესიერება, თავგანწირვა, ღირსება და ზნეობა, დასაღუპად არის განწირული. ასე რომ, მატერიალიზმი წარმოადგენს სერიოზულ საფრთხეს ნებისმიერი ქვეყნის სოციალური და პოლიტიკური წყობისთვის, მთელი კაცობრიობისთვის.
 მატერიალიზმის იდეოლოგიის წიაღში ჩადებული კიდევ ერთი ფარული საფრთხეა ის, რომ ეს არის ნოყიერი ნიადაგი ანარქიისა და “დაყავი და იბატონე”-ს პრინციპის აღმოცენებისთვის. ასეთი იდეოლოგიის ნათელი მაგალითი იყო კომუნიზმი – მატერიალისტური ფილოსოფიის განვითარების ბუნებრივი შედეგი. კომუნიზმი, რომელიც ძირს უთხრის ყოველი ადამიანისთვის ისეთ წმიდათაწმიდა ცნებებს, როგორებიცაა რწმენა, სამშობლო, განასახიერებს ფუნდამენტალისტურ იდეოლოგიას, რომელიც უნიტარული, ძლიერი და მაღალზნეობრივი სახელმწიფოს წინააღმდეგ არის მიმართული.
ევოლუციის თეორიას ისტორიის სწორედ ამ ეტაპზე ენიჭება უდიდესი მნიშვნელობა, რადგანაც მატერიალიზმის ეგრეთ წოდებულ მეცნიერულ საძირკველს წარმოადგენს, რომელზეც დაფუძნებულია მთელი კომუნისტური იდეოლოგია. კომუნიზმის ლიდერები, აიღეს რა იდეოლოგიურ საფუძვლად ევოლუციის თეორიის პრინციპები, შეეცადნენ თავიანთი სწავლება ერთადერთ სწორ  მოძღვრებად გამოეცხადებინათ. ასე მაგალითად, კომუნისტური იდეოლოგიის მამამთავარი კარლ მარქსი ჩარლზ დარვინის წიგნზე “ბუნებრივი შერჩევის შედეგად სახეობათა წარმოქმნის შესახებ” წერდა: “ეს სწორედ ის წიგნია, რომელიც ისტორიის ჩვენეულ ხედვას ასახავს” 1
თანამედროვე ფუნდამენტურმა მეცნიერებამ მატერიალისტების, მათ შორის მარქსის იდეებიც გააცამტვერა, რადგან ევოლუციის თეორია, რომელიც მატერიალიზმმა საძირკვლად გამოიყენა, აღმოჩნდა სხვა არაფერი, თუ არადა მეცხრამეტე საუკუნის ცრუ, გახევებული დოგმა, რომელსაც დედამიწაზე სიცოცხლის წარმოშობასთან არანაირი კავშირი არა აქვს. თანამედროვე მეცნიერებამ გააბათილა და დღესაც აბათილებს მატერიალისტების პოზიციას უსულო მატერიის წამყვანი როლის შესახებ. კვლევები მეცნიერების ყველა მიმართულებით ცხადად გვიჩვენებს, რომ ყოველივე ცოცხალი უმაღლესი შემოქმედების შედეგია.
ამ წიგნის მიზანია, შევთავაზოთ მკითხველს უეჭველი მეცნიერული ფაქტები, რომლებიც ევოლუციის თეორიის პოსტულატებს უკვალოდ ანადგურებენ, აგრეთვე ვამხილოთ ჭეშმარიტი სარჩული კაცობრიობის ისტორიაში ამ უდიდესი თაღლითობისა. აღსანიშნავია, რომ ამ წიგნში თავმოყრილი ყველა მასალა თანამედროვე მეცნიერების მიერ აღიარებული უეჭველი ფაქტებია. ასე რომ, ევოლუციის თეორიის ყველაზე თავგამოდებულ დამცველებსაც კი არ შეუძლიათ მოყვანილი მტკიცებულებების უარყოფა, რადგან ევოლუციონისტების ყოველი დაუსაბუთებელი რეპლიკა მათი მოძღვრების სრულ კრახს კიდევ უფრო მოაახლოვებს და აიძულებს აღიარონ სიცოცხლის ღვთიური წარმომავლობა.

წინასწარ შექმნილი აზრისგან გათავისუფლება

წინასწარ შექმნილი
აზრისგან გათავისუფლება

ადამიანთა უმრავლესობას გულწრფელად სჯერა, რომ ყოველი სიტყვა სწავლული ადამიანისა, რომელსაც ესა თუ ის სამეცნიერო ხარისხი აქვს, უეჭველი ჭეშმარიტებაა. ჩვეულებრივ, ბევრი ჩვენგანი არც დაფიქრდება ხოლმე, რომ ამ სწავლულს, სხვა ადამიანების მსგავსად, თავისი წინასწარ ჩამოყალიბებული აზრი და იდეოლოგიური სიმპათიები აქვს. თუ ამ საკითხს ღრმად ჩავწვდებით, მივხვდებით, რომ ევოლუციური თეორიის მიმდევრები, ფსევდო-მეცნიერულ დებულებებზე დაყრდნობით, ადამიანებს ძირითადად საკუთარ, წინასწარ აკვიატებულ აზრს ახვევენ. მიუხედავად იმისა, რომ მშვენივრად მოეხსენებათ – შემთხვევითობას უწესრიგობისა და ქაოსის მეტი არაფრის შექმნა არ შეუძლია, მაინც განაგრძობენ იმის მტკიცებას, რომ სრულყოფილი ჰარმონია, ჩანაფიქრი და დიზაინი, რაც მთელს სამყაროში არსებობს, შემთხვევითობის შედეგია.
თვითეული ასეთი ბიოლოგი, როცა მიკროსკოპში ყოველი ჩახედვისას სიცოცხლის სამშენებლო მასალის - ცილების აგებულების განუმეორებელ სურათს ადევნებს თვალს, იძულებულია აღიაროს, რომ ჩანაფიქრის ასეთი სრულყოფილი განხორციელება თავისით ვერ მოხდებოდა. თუმცა, მიუხედავად თვალსაჩინო ფაქტებისა, ეს მეცნიერები კვლავაც დაჟინებით ამტკიცებენ, რომ პირველი ცოცხალი უჯრედი მილიარდობით წლის წინ წარმოიშვა პრიმიტიულ გარემო პირობებში, რაღაც გარემოებების დამთხვევის შედეგად. მეტიც, არ კმაყოფილდებიან ესოდენ აბსურდული მტკიცებულებებით და აცხადებენ, რომ ცილის არა ერთი, არამედ მილიონობით მოლეკულა თავისით წარმოიშვა, მერე როგორღაც ერთად მოიყარა თავი და ასე შეიქმნა პირველი ცოცხალი უჯრედი. ადამიანი, რომელზეც ახლა ვლაპარაკობთ, სწავლული- “ევოლუციონისტია”.
მაშ, როგორღა ავხსნათ ის, რომ იგივე მეცნიერს, სამშენებლო მოედანზე სამი ერთმანეთზე დაწყობილი აგური რომ დაინახოს, აზრადაც არ მოუვა, თითქოს ეს აგურები თავისით წარმოიშვნენ და მერე, ასევე თავისით დალაგდნენ ერთმანეთზე. მას კი, ვინც დაჟინებით მოჰყვება იმის მტკიცებას, ეს ნამდვილად ასე მოხდებოდაო, საგიჟეთის გზას გაუყენებენ.
როგორ ხდება, რომ ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ, ლოგიკურად ახსნან მათ გარშემო მომხდარი მოვლენები, უცებ ლოგიკური აზროვნების სრული მოშლის სიმპტომებს ამჟღავნებენ, როგორც კი საქმე მათი საკუთარი წარმოშობის გამოკვლევაზე მიდგება ხოლმე?
ზოგიერთი სწავლულის ასეთი ქცევა მეცნიერულ ახსნას ნაკლებად ექვემდებარება, რადგან, ფუნდამენტური მეცნიერების ძირითადი პრინციპების მიხედვით, თუ რომელიმე ფაქტს ორი სავარაუდო მიზეზი აქვს, აუცილებელია ორივეს განხილვა. და თუ ერთი მიზეზის ალბათობა გაცილებით ნაკლებია მეორეზე, მაგალითად, ასეთი შეფარდებით – ერთი ასზე, უეჭველია, ლოგიკის მიხედვით სწორედ მეორე, 99 პროცენტიანი ალბათობა უნდა განიხილებოდეს.
მოდი, დავიხსომოთ ეს ურყევი მეცნიერული პრინციპი და კარგად დავფიქრდეთ. მეცნიერებაში დედამიწაზე სიცოცხლის დაბადების ორი პრინციპი არსებობს. პირველის თანახმად, ყველა ცოცხალი ორგანიზმი, მათი სრულყოფილი კომპლექსური სტრუქტურით, ღვთიური შემოქმედების შედეგია. მეორე ვერსიით, დედამიწა ყოველთვის არსებობდა და ცოცხალი ორგანიზმები მასზე სპონტანურად გაჩნდნენ, შემთხვევითობების ჯაჭვის შედეგად. ეს უკანასკნელი ვერსია ევოლუციის თეორიის მიმდევართა მთავარი საყრდენია.
თუ მივმართავთ სამეცნიერო ფაქტებს, მაგალითად მოლეკულურ ბიოლოგიაში, დავრწმუნდებით, რომ ცოცხალი უჯრედის, ან თუნდაც ამ უჯრედის შემადგენელი ცილის მილიონობით მიკროსკოპული მოლეკულიდან ერთის შემთხვევითი წარმოშობაც კი სრულიად წარმოუდგენელია. მაგრამ ევოლუციის თეორიის მიმდევარნი საწინააღმდეგოს ამტკიცებენ. წიგნის შემდგომ თავებში თქვენს ყურადღებას მივაპყრობთ ალბათობის ხარისხების გაანგარიშებას. ეს მეტყველი ციფრები მთელი სიცხადით ადასტურებენ სიცოცხლის შემთხვევით წარმოშობის შეუძლებლობის ფაქტს. ცოცხალი ორგანიზმების ევოლუციური გზით წარმოშობის ალბათობა ნულს უტოლდება.
და თუ ასეა, პირველი მტკიცებულების ჭეშმარიტების ალბათობა 100%-ის ტოლია. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ყველა ცოცხალი ორგანიზმი შექმნილია წინასწარგანზრახვით, ანუ, სხვა სიტყვებით, ღვთის – უმაღლესი ნებისა და სიბრძნის მფლობელის მიერ. ეს ჭეშმარიტება მხოლოდ რწმენა კი არა, მეცნიერებისა და გონიერების მიერ დადგენილი ფაქტია. ასეთ უეჭველ სინამდვილესთან შეჯახებისას, მეცნიერი-ევოლუციონისტი ვალდებულია უარი თქვას უსაფუძვლო მტკიცებულებებზე, აღიაროს შეცდომა და მიიღოს დამტკიცებული უდავო ჭეშმარიტება. წინააღმდეგ შემთხვევაში, მისი საქციელი უნდა შეფასდეს არა როგორც მეცნიერებისადმი ერთგულება, არამედ მზადყოფნა ჭეშმარიტებაზე უარის თქმისა საკუთარი არასწორი, წინასწარაკვიატებული აზრისა და შეხედულებების გადარჩენის მიზნით.
მაგრამ, მიუხედავად ზემოთქმულისა, ასეთი მეცნიერი ჭეშმარიტებასთან შეჯახებისას, სულ უფრო და უფრო მეტად ებღაუჭება თავის თეორიას. ასეთი საქციელი შეიძლება შეფასდეს მხოლოდ ერთი სიტყვით – “რწმენა”, ოღონდ რწმენა არა ჭეშმარიტი, არამედ ცრურწმენა. ძნელია, სხვაგვარად აიხსნას ადამიანის ასეთი ქცევის მიზეზი. ადამიანისა, ვინც უგულებელყოფს რა ცხად ფაქტებს, სიცოცხლეს სწირავს გამოგონილ, ფანტასტიკურ და სრულიად უგუნურ თეორიას, რომელიც მხოლოდ მის წარმოსახვაში არსებობს.

ბრმა მატერიალიზმი

რწმენა, რომელიც ახლახან ვახსენეთ, არის იდეოლოგია მატერიალიზმისა, რომელიც მატერიის არსებობის პირველადობას და მუდმივობას ქადაგებს. დედამიწაზე სიცოცხლის ევოლუციის თეორია, რომელიც მატერიალისტური ფილოსოფიის “მეცნიერულ ქვაკუთხედად” არის აღიარებული, ჯიუტად განაგრძობს ბრძოლას თავისი სიმართლის დასამტკიცებლად, რადგან, თავისი დამარცხების აღიარებით, ევოლუციის თეორია მთელს მატერიალიზმს გამოაცლის დასაყრდენს.
უკვე მეოცე საუკუნის დასასრულისთვის ფუნდამენტურმა მეცნიერებამ აღიარა ევოლუციის თეორიის უსაფუძვლობა ყველა სფეროში, მაგრამ ამ თეორიის მიმდევრები განაგრძობენ მეცნიერული ფაქტების დამახინჯებასა და ფალსიფიცირებას, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით ამ ფაქტების ცალმხრივად გაშუქებას იმ მიზნით, რომ როგორმე უზრუნველყონ მატერიალისტური იდეოლოგიის სიცოცხლისუნარიანობა.
მაიკლ ბეხე, michale behe
(ბეხეს ფოტოსთან)
“ევოლუციონისტებს არ შეუძლიათ მოიყვანონ არც ერთი გონივრული, ლოგიკური არგუმენტი, რომელსაც შეუძლია უარყოს ამქვეყნად ყოველივე ცოცხალისა თუ არაცოცხალის შემოქმედის მიერ შექმნის ფაქტი.” მაიკლ ბეხე (აშშ)
ერთ-ერთი ბიოლოგ-ევოლუციონისტის სიტყვები თვალსაჩინო მაგალითია იმისა, თუ როგორ შეუძლია მცდარი შეხედულებების ბრმა რწმენას, დაღი დაასვას ადამიანის ლოგიკურ აზროვნებას. ეს ეხება მეცნიერს, რომელმაც ყველა ორგანიზმის სიცოცხლისთვის აუცილებელი რთული ცილის – ციტოქრომა-ცეს შემთხვევით წარმოშობის ალბათობაზე მსჯელობისას, თქვა შემდეგი:
“ციტოქრომა-ცეს შემთხვევითი წარმოშობის ალბათობა პრაქტიკულად ნულის ტოლია. ესე იგი, თუ სიცოცხლის შესაქმნელად საჭიროა რაღაც სისტემატურობა, შეგვიძლია ითქვას, რომ მთელს სამყაროში ასეთი შემთხვევითობა მხოლოდ ერთხელ შეიძლება მოხდეს. ანდა, ამ პროცესში მონაწილეობდნენ ზებუნებრივი ძალები, რომელთა განსაზღვრა ჩვენ არ შეგვიძლია. მაგრამ ამის აღიარება ჩვენს მეცნიერულ მიზნებს ეწინააღმდეგება. ასეთ შემთხვევაში უნდა გადაიხედოს პირველი შეხედულება”. 2
როგორც ხედავთ, სწავლულს ურჩევნია, მხარი დაუჭიროს “მეცნიერულ” ვერსიას, თუნდაც მისი ალბათობა ნულს უდრიდეს, ვიდრე აღიაროს შექმნის ფაქტი. მაგრამ, ჩვენ უკვე აღვნიშნეთ, რომ მეცნიერების ძირითადი პრინციპის მიხედვით, თუ რომელიმე საკითხის გარშემო ორი სავარაუდო ვერსია არსებობს და პირველის ალბათობა ნულის ტოლია, სწორ ვერსიად მეორე ითვლება. მაგრამ დოგმატური მატერიალიზმი ხომ აპრიორი კრძალავს თავისი შეხედულებების სიმართლეში ოდნავ დაეჭვებასაც კი და გამორიცხავს ყოველგვარ შესაძლებლობას შემოქმედის არსებობისა, რომელმაც შექმნა ყოველივე ცოცხალი დედამიწაზე. სამწუხაროდ, სწორედ ამ აკრძალვამ უბიძგა მრავალ მეცნიერს, ვინც ბრმად ირწმუნა მატერიალიზმის უსაფუძვლო დოგმატები, ეღიარებინა ის, რაც სრულიად არ შეესაბამება საღ მეცნიერულ აზრს და ეწინააღმდეგება ლოგიკას.
ადამიანები, ვინც ასეთი მეცნიერების მიერ გამოთქმულ აზრებს ჭეშმარიტებად მიიჩნევენ, მათი წიგნების კითხვისას მატერიალიზმის “შავი მაგიის” გავლენის ქვეშ ექცევიან და ამ გულგრილი, ურწმუნო ფსიქოლოგიის მსხვერპლნი ხდებიან.
მიზეზი იმისა, რომ მსოფლიოში სახელგანთქმული მეცნიერების უმრავლესობა ათეისტებისგან შედგება, სწორედ ჩვენს მიერ განხილულ ბრმა მატერიალიზმში იმალება. ის მეცნიერები კი, რომლებმაც შეძლეს განთავისუფლებულიყვნენ ამ ცრურწმენისგან და საღი გონებით განესაჯათ ეს პრობლემა, უყოყმანოდ აღიარებენ უმაღლესი ძალის – შემოქმედის არსებობას. ამ მეცნიერთაგან ერთ- ერთი, უკანასკნელ ხანებში მეცნიერულ სამყაროში ფრიად პოპულარული “შეგნებული დიზაინის” თეორიის აქტიური მხარდამჭერი, უდიდესი ამერიკელი ბიოქიმიკოსი, პროფესორი მაიკლ ბეხე შემდეგნაირად ახასიათებს იმ მეცნიერებს, რომლებსაც არა< და არ სურთ შექმნის ფაქტის აღიარება:
“უკანასკნელი 40 წლის მანძილზე თანამედროვე ბიოქიმიამ ცოცხალი უჯრედის უმნიშვნელოვანესი საიდუმლოებების უდიდესი ნაწილი გახსნა. ათიათასობით ადამიანმა მიუძღვნა თავისი ცხოვრება ამ საიდუმლოებათა გახსნას. ყველა ძალისხმევა, უჯრედის შესასწავლად მიმართული, ნათლად და ხმამაღლა ადასტურებს ერთადერთ შედეგს – “ჩანაფიქრი!” ეს შედეგი იმდენად ცხადია, რომ მეცნიერების ისტორიას ის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს აღმოჩენად უნდა ეღიარებინა. მაგრამ არა!.. პირიქით! ცოცხალი უჯრედის განუმეორებელი კომპლექსური აგებულების აღმოჩენის პასუხად მორცხვი სიჩუმე იქცა. რატომ? რატომ ხდება, რომ მეცნიერული სამყარო ჯიუტად არ აღიარებს დამტკიცებულ ჭეშმარიტებას? იმიტომ, რომ მათ კარგად ესმით: ქმნილების შეგნებული ჩანაფიქრის აღიარებით ისინი იძულებული გახდებიან ღმერთის არსებობაც აღიარონ” 3
სწორედ ასეთია სწავლულ-“ევოლუციონისტთა”, ათეისტთა პოზიცია, რომლის აქტიური პროპაგანდაც მიმდინარეობს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით, ტელევიზიით, ჟურნალ-გაზეთებითა და წიგნებით. ყველა გამოკვლევა, რომლებსაც ისინი ატარებენ, მათ ღმერთის არსებობას უმტკიცებს. მაგრამ მატერიალისტური განათლება იმდენად აბრმავებს მათ, რომ მიუხედავად ყველაფრისა, ისინი განაგრძობენ ცხადზე ცხადი ფაქტების უარყოფას. ღმერთის არსებობის დამამტკიცებელი გარემოებების ჯიუტი უგულებელყოფა დროთა განმავლობაში მათ გულებს გულგრილობითა და გარესამყაროსადმი უგრძნობლობით ავსებს. მეტიც, ეს გულგრილობა იქცევა მასაზრდოებელ წყაროდ მათი სულელური თავდაჯერებულობისა საკუთარ შეუმცდარობაში. საქმე იქამდე მივიდა, რომ აშკარად ბრიყვული აზრების დაცვას ისინი უკვე დიდ სიქველედ მიიჩნევენ. ამის მაგალითია მეცნიერულ წრეებში კარგად ცნობილი ბიოლოგი-ევოლუციონისტი რიჩარდ დოუკინსი, რომელმაც ქრისტიანებს შემდეგი სიტყვებით მიმართა:
“თუ თქვენ დაინახეთ, რომ ღვთისმშობლის ქანდაკებამ ხელი დაგიქნიათ, არ არის საჭირო იფიქროთ, რომ სასწაულის მოწმე გახდით... ამის ალბათობა მეტისმეტად მცირეა. შესაძლოა, ყველა ატომი ქანდაკების ხელში უცებ, შემთხვევით, რაღაც მომენტში ერთი მიმართულებით ამოძრავდა”. 4
უღმერთოთა და ურწმუნოთა შორის ასეთი ფსიქოლოგიური ტიპი ფართოდაა გავრცელებული და ასე იყო კაცობრიობის მთელი ისტორიის მანძილზე. ყურანმა საოცრად ზუსტად აღწერა ასეთი ადამიანები:
“ანგელოზებიც რომ მოგვევლინა მათთან, და მკვდრებიც რომ დალაპარაკებოდნენ, და რომც შეგვეკრიბა ყველაფერი მათ წინაშე, მაინც არ ირწმუნებდნენ, თუ ალაჰი არ ინებებდა, მაგრამ უმეტესმა მათგან არ იცის ეს.” (სურა “საქონელი”, აიათი 111)
როგორც ყურანის ამ აიათებიდან ვხედავთ, ევოლუციონისტებისთვის დამახასიათებელი დოგმატური აზროვნების წესი სულაც არ არის ორიგინალური და ახალი. მათი აზროვნების წესი არახალია, ძველია. ევოლუციონისტები მხოლოდ იმას ცდილობენ, განაგრძონ კერპთაყვანისმცემელთა პრიმიტიული საზოგადოების უმეცრების ტრადიციები, უარყოფენ რა თანამედროვე მეცნიერების ჭეშმარიტ შეხედულებებსად და აღმოჩენებს. ყურანის ერთ-ერთ აიათში ამ ტიპის ადამიანთა ხასიათი ასეა გადმოცემული:
“და რომ გაგვეხსნა მათთვის ზეცის კარიბჭე და იქ ასვლა დაეწყოთ, იტყოდნენ უთუოდ – “გაბრუებულია ჩვენი მზერა, არა, ჩვენა ვართ ხალხი მონისხული.” (სურა “ალ ხიჯრი”, აიათი 14-15)

ევოლუციის მასობრივი პროპაგანდა

როგორც წმინდა ყურანის აიათები გვასწავლის, კაცობრიობის სიბრმავის, თვალის გახელისა და ჭეშმარიტების დანახვის სურვილის უქონლობის მთავარი მიზეზი ერთგვარი “ჯადოსნობაა”, რომელიც ადამიანს საშუალებას არ აძლევს, გახსნას თავისი გონება. აქვეა დამალული მიზეზი იმისა, რომ საზოგადოების უმეტესი ნაწილი ევოლუციის თეორიას უჯერებს და აღიარებს. “ჯადოსნობაო”, რომ ვამბობთ, მასობრივი შთაგონების შედეგს ვგულისხმობთ. ადამიანები იმდენად გეგმაზომიერად ექცევიან ევოლუციონისტების პროპაგანდისა და შთაგონების ქვეშ, რომ ადვილად იჯერებენ სიცოცხლის შემთხვევით წარმოქმნის აზრს და ხშირად აქ ვერავითარ წინააღმდეგობას ვერ ხედავენ.
შთაგონება უარყოფითად მოქმედებს გონებაზე, რადგან შედეგად გონება კარგავს დამოუკიდებელი აზროვნების უნარს. შთაგონების ქვეშ მოქცეული გონება სინამდვილეს აღიქვამს არა ისეთს, როგორიც ის არის, არამედ, როგორც შთააგონებენ. მაგალითად, თუ ჰიპნოზის ქვეშ მყოფ ადამიანს შთავაგონებთ, რომ საწოლი, რომელზეც ის წევს, ავტომობილია, ჰიპნოზის სეანსის მერე ის მართლაც დაინახავს მას, როგორც მანქანას. და ამას ყოვლად გონივრულ და ლოგიკურ ფაქტად ჩათვლის, რადგან ის მართლაც ასე ხედავს და ეჭვიც არ ეპარება თავის სიმართლეში. შთაგონების ძალასა და ტექნიკას განიხილავს ქვეცნობიერის ფსიქოლოგიის შესახებ დაწერილი ბევრი სამეცნიერო ნაშრომი, სადაც მსგავსი მაგალითები გამოკვლევებისა და ცდების შედეგებით არის დადასტურებული.
ევოლუციის თეორია და მასზე დაფუძნებული მატერიალისტური მსოფლმხედველობა შთაგონების სწორედ ამ ხერხებით სარგებლობს საზოგადოების მიმართ. მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში, აკადემიურ წყაროებში ადამიანებს შთააგონებენ სიცოცხლის ევოლუციური განვითარების იდეებს. ეს ყველაფერი “სამეცნიერო დებულებებზე” დაყრდნობით ხდება და თვითონაც კი ვერ ამჩნევენ, რომ ამ თეორიის ჭეშმარიტების რანგში აყვანით გონიერების ელემენტარულ პრინციპებს ეწინააღმდეგებიან.
ასეთივე შთაგონება მოქმედებს სწავლულებზეც. ბევრი ახალგაზრდა მეცნიერი, კარიერის გზაზე წინსვლასთან ერთად, სულ უფრო და უფრო იხრება მატერიალისტური თვალსაზრისისკენ. ბევრი მეცნიერი-ევოლუციონისტი შთაგონების გავლენით განაგრძობს მცდელობას, მოუძებნოს მეცნიერული ახსნა ევოლუციურ ვარაუდებს, რომლებიც ჯერ კიდევ მეცხრამეტე საუკუნის მეცნიერებამ საბოლოოდ გააბათილა...
თუმცა, მთავარი საშიშროება ისაა, რომ არსებობს მექანიზმი, რომელიც აიძულებს მეცნიერებს მატერიალისტებად და ევოლუციონისტებად ქცევას. დასავლეთის ქვეყნებში იმისთვის, რომ ახალგაზრდა მეცნიერმა კარიერის გზა გაიკაფოს – გახდეს დოცენტი, პროფესორი, გამოაქვეყნოს სტატიები სამეცნიერო ჟურნალებში, ის უნდა შეესაბამებოდეს მეცნიერებაში დამკვიდრებულ სტანდარტებს, რომელთა მიხედვითაც ახალგაზრდა მკვლევარის პირველი წესია ულაპარაკოდ აღიაროს ევოლუციის თეორიის ჭეშმარიტ მოძღვრებად. ასეთი სისტემა აიძულებს მეცნიერებს შეწირონ თავიანთი მომავალი მატერიალისტური რწმენის დოგმატებს.
სწორედ ეს არის სიმართლე, რომელიც შელამაზებულია ისეთი ფრაზებით, როგორიცაა: “სამეცნიერო სამყარო ევოლუციის თეორიის მიმდევარია”. მაგრამ, ევოლუციის თეორიას ხაზი ესმება არა იმიტომ, რომ მას რაიმე მეცნიერული ღირებულება აქვს, არამედ იმიტომ, რომ ეს თავისებური იდეოლოგიური აუცილებლობაა. და მხოლოდ თითო-ოროლა მეცნიერი, რომელიც ჩაწვდა ჭეშმარიტებას, ბედავს ხმამაღლა თქვას – “მეფე შიშველია!”
ამ წიგნის მომდევნო თავებში გაგაცნობთ თანამედროვე მეცნიერების მიღწევებს, რომლებიც ფარდას ხდის ევოლუციის თეორიის მიმდევართა აშკარა სიცრუესა და ფალსიფიკაციას. ვილაპარაკებთ უეჭველ ფაქტებზე, რომლებიც ცხადად ამტკიცებს დედამიწაზე სიცოცხლის წარმოქმნის გონივრულ საწყისს. მკითხველი გახდება მოწმე იმისა, რომ ევოლუციის თეორია არის წმიდა წყლის ტყუილი, რომლის მიზანია ნებისმიერი საშუალებებით დამალოს ჭეშმარიტება ადამიანის წარმოშობის შესახებ. ვინ იცის, იქნებ მკითხველმა თავი დააღწიოს მატერიალიზმის “ჯადოს”, რომელიც ბანგივით მოქმედებს წმინდა გონებაზე და ლოგიკური აზროვნების უნარზე, რაც ჩვენ მაღლიდან გვაქვს მონიჭებული და საკუთარ თავთან პირისპირ დარჩენილი, გულწრფელად ჩაფიქრდეს ამ წიგნში წაკითხულზე.
მოაზროვნე ადამიანი გაერიდება ამ ჯადოსნობას, თუ წინასწარ აკვიატებულ აზრს უკუაგდებს. სრულიად ღიად და ყოველგვარი შთაგონების გარეშე ჩაწვდება სრულიად ნათელ ჭეშმარიტებას. თანამედროვე მეცნიერების მიღწევები ცხადყოფს, რომ ცოცხალი ორგანიზმების წარმოქმნა შემთხვევითობების ჯაჭვის შედეგი კი არა, უმაღლესი გონის შემოქმედების წყალობაა. ადამიანისთვის საკმარისია დაფიქრდეს, ან როგორ გამოვიდა იგი არარსებობიდან ერთი წვეთი სითხის საშუალებით, ან დაინახოს სრულყოფილება ყოველივე ცოცხალისა დედამიწაზე. მაშინ ჭეშმარიტება სიცოცხლის წარმოშობის შესახებ მთელი სიცხადით წარსდგება მის წინაშე.
თუ ჩვენს მკითხველს სურს დედამიწაზე სიცოცხლის წარმოშობის საკითხს უფრო ღრმად ჩაწვდეს, ვთავაზობთ ჰარუნ აჰიას წიგნებს – “ადამიანის შექმნის სასწაული” და “უჯრედის სასწაული”. ეს გამოკვლევები, რომლებიც ააშკარავებს ევოლუციის თეორიის სიყალბეს, პასუხს სცემს იმათაც, ვინც დიდი ხნის მანძილზე ეწეოდა დარვინიზმის პროპაგანდას.