18 Mart 2016 Cuma

თავი მეორე მოკლედ ევოლუციის თეორიის ისტორიაზე

თავი მეორე
მოკლედ ევოლუციის თეორიის ისტორიაზე

ევოლუციის თეორიის, ამ დოგმატური რწმენის იდეებს ფესვები უძველეს დროში აქვს გადგმული. ბევრი ძველი ბერძენი ფილოსოფოსი-ათეისტი ქადაგებდა დედამიწაზე სიცოცხლის წარმოშობის ევოლუციურ შეხედულებებს. ფილოსოფიის ისტორიას თუ გადავხედავთ, დავრწმუნდებით, რომ ათეისტურ მსოფლმხედველობას სწორედ ევოლუციური განვითარების იდეები უდევს საფუძვლად.
თანამედროვე ფუნდამენტური მეცნიერების განვითარებაში მთავარი როლი ეკუთვნის არა ანტიკურ ათეისტურ ფილოსოფიას, არამედ მაღალი ღმერთის რწმენას. ჩვენი დროის ბევრ სახელოვან მეცნიერს სწამს, რომ მეცნიერება მათთვის მხოლოდ საშუალებაა, მოუახლოვდნენ უფლის უსაზღვრო სიბრძნეს. მეცნიერები, რომლებმაც კაცობრიობის ისტორიაში დაიმკვიდრეს სახელი – ლეონარდო და ვინჩი, ფუნდამენტური ასტრონომიის ფუძემდებელნი ნიკოლაი კოპერნიკი, იოჰან კეპლერი, გალილეო გალილეი, პალეონტოლოგიის მამა ჟორჟ კიუვიე, ბოტანიკისა და ზოოლოგიის მამამთავარი კარლ ლინეი, “მსოფლიოში ყველა დროის საუკეთესო მეცნიერად” აღიარებული ისააკ ნიუტონი, ღრმად მორწმუნე ადამიანები იყვნენ და მეცნიერებას იმ რწმენით ემსახურებოდნენ, რომ სიცოცხლე დედამიწაზე და მთელი სამყარო მაღალი ღმერთის შემოქმედების შედეგია. 5 მეოცე საუკუნის უგენიალურეს მეცნიერად აღიარებულ ალბერტ აინშტაინს გულწრფელად სწამდა ღმერთი და კითხვაზე, თუ რა მისია აკისრია მეცნიერს, ასე უპასუხა:
“ვერ წარმომიდგენია მეცნიერი, რომელსაც გულში რწმენა არ უდევს. ასეც შეიძლება ითქვას: შეუძლებელია გწამდეს მეცნიერებისა, რომელიც ღვთის რწმენაზე არ არის დაფუძნებული”. 6
ხოლო თანამედროვე ფუნდამენტური ფიზიკის მამამთავარმა, გერმანელმა მეცნიერმა მაქს პლანკმა ბრძანა:
“რომელ სფეროშიც უნდა იყოს, ყოველი ადამიანი, ვისაც მეცნიერობა სურს, მეცნიერების ტაძრის კარზე ასეთ მცნებას დაინახავს – ირწმუნე. რწმენა არის თვისება, რომელსაც სწავლული ვერ უარყოფს”. 7
ევოლუციის თეორია კი მხოლოდ და მხოლოდ ანტიკური ხანის გაღვიძებული მატერიალისტური ფილოსოფიაა, რომელიც მეცხრამეტე საუკუნეში ფართოდ გავრცელდა. მატერიალიზმი, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ცდილობს, ბუნების წარმოშობა მხოლოდ მატერიალური წანამძღვრებით ახსნას და აპრიორი უარყოფს მისი შექმნის ფაქტს. მატერიალისტური ფილოსოფია ამტკიცებს, რომ ყოველივე ცოცხალი და არაცოცხალი დედამიწაზე თავისით, შემთხვევითობის ჯაჭვის შედეგად წარმოიშვა და მხოლოდ ამის მერე შეიძინა რაღაც წესრიგი. მაშინ, როცა გონიერი ადამიანი, როცა გარშემო წესრიგს ხედავს, ლოგიკურად დაასკვნის, რომ უნდა არსებობდეს ისიც, ვინც ასეთი დიდებული წესრიგი დაამყარა. მატერიალისტურმა ფილოსოფიამ, რომელიც თავისი არსით საღი აზრის ლოგიკას არ ემორჩილება, მეცხრამეტე საუკუნის შუა წლებში წარმოშვა “ევოლუციის თეორია”.

დარვინის წარმოსახვის ძალა

ადამიანი, რომელმაც სამეცნიერო სამყაროს დღის წესრიგში ევოლუციის თეორია დააყენა, მოყვარული ბუნებისმეტყველი ჩარლზ რობერტ დარვინი იყო.
charles darwin, Carlz robert darvini, დარვინის
დარვინს ბიოლოგია, როგორც ასეთი, პროფესიონალურად არასდროს შეუსწავლია. მხოლოდ სამოყვარულო დონეზე იჩენდა ინტერესს ბუნებასა და ცხოველების მიმართ. ამ დაინტერესების შედეგად, 1832 წელს ის მოხალისედ ჩაეწერა სამეცნიერო-კვლევით ექსპედიციაში, რომელსაც გემ “ბიგლით” მთელი მსოფლიო უნდა მოევლო. ეს ექსპედიცია დიდი ბრიტანეთის მთავრობამ მოაწყო და გემი “ბიგლი” ხუთი წლის მანძილზე დედამიწის ყველა კუთხეს ესტუმრა. ამ მოგზაურობის დროს ახალგაზრდა დარვინზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ცხოველთა სამყაროს მრავალფეროვნებამ. ის ყველაზე დიდი გატაცებით გალაპაგოსის კუნძულებზე მობინადრე სკვინჩების სხვადასხვა სახეობებს აკვირდებოდა. ამდენი სახეობის ჩიტების შესწავლისას დარვინმა ივარაუდა, რომ ამ ფრინველთა ნისკარტების სხვადასხვა ფორმა გარემო ბუნებაზეა დამოკიდებული. ამ დაკვირვების საფუძველზე დარვინმა დაასკვნა, რომ ცოცხალი ორგანიზმები ღმერთმა ცალკ-ცალკე კი არ შექმნა, როგორც აქამდე ეგონათ, არამედ ყველა ორგანიზმი ერთიანი წინაპრისგან წარმოიშვა და ბუნებრივი პირობების გავლენით შეიცვალა.
დარვინის ეს ჰიპოთეზა არც ერთ მეცნიერულ ახსნას ან ექსპერიმენტს არ ეყრდნობოდა. დარვინის ჰიპოტეზა მხოლოდ იმდროინდელი ცნობილი მატერიალისტი ბიოლოგების მხარდეჭერის გამო დამკვიდრდა. ამ თეორიის თანახმად, დედამიწაზე მცხოვრები ყველა ცოცხალი არსება ერთი საერთო წინაპრისგან წარმოიშვა, მაგრამ დროთა განმავლობაში ისინი ცვლილებებს განიცდიან და რაც უფრო მეტი ხანი გადის, ეს ცვლილებები ღრმავდება. სწორედ ამიტომ განსხვავდებიან ცოცხალი ორგანიზმები ერთმანეთისგან. ცოცხალ არსებათა ის სახეობები, რომლებიც შეგუების უფრო ძლიერი უნარი აქვთ, თავიანთ თვისებებს შემდგომ თაობებს გადასცემენ. ასე და ამრიგად, ეს სასარგებლო ცვლილებები ინდივიდს აქცევს ცოცხალ ორგანიზმად, რომელიც სრულიად განსხვავდება თავისი წინაპრისგან. რა იგულისხმებოდა “სასარგებლო ცვლილებებში”, დღემდე უცნობია. დარვინის აზრით, ადამიანი ამ მექანიზმის ყველაზე განვითარებული პროდუქტია. გააცოცხლა რა ეს მექანიზმი თავის წარმოსახვაში, დარვინმა მას “ბუნებრივი შერჩევის ევოლუციური გზა” უწოდა. აქედან მოყოლებული, ის დარწმუნებული იყო, რომ “სახეობათა წარმოშობის” ფესვებს მიაგნო: ერთი სახეობის საფუძველი მეორე სახეობაა. ეს იდეები მან წარმოაჩინა 1859 წელს წიგნში – “სახეობათა წარმოშობა ბუნებრივი შერჩევის გზით”.
თუმცა, დარვინს ესმოდა, რომ მის თეორიაში ბევრი შეუსაბამობა და წინააღმდეგობა იყო. წიგნის მთელი თავი ამ სირთულეებს ეძღვნება და ასეც ჰქვია – “სირთულეები თეორიის წინაშე” (Difficultes of Teory). ეს სირთულეები უკავშირდება ცოცხალი ორგანიზმების კომპლექსურ ორგანოებს, რომელთა შემთხვევითი წარმოშობა გამორიცხულია (მაგალითად, თვალის აგებულება), აგრეთვე გადაშენებული ცხოველების ნაშთების არარსებობას და ცხოველთა ინსტინქტებს. დარვინი იმედოვნებდა, რომ მეცნიერების განვითარებასთან ერთად ეს სირთულეები დაიძლეოდა ახალი მეხნიერული აღმოჩენების პროცესში. ზოგიერთი სირთულის არასრული ახსნა კი თვითონ ითავა. დარვინის ეს “სირთულეები” ამერიკელმა ფიზიკოსმა ლიფსონმა ასე განმარტა:
“როცა პირველად წავიკითხე “სახეობათა წარმოშობა”, მივხვდი, რომ დარვინი ბოლომდე თავდაჯერებული ვერ იყო. მაგალითად, თავი “სირთულეები თეორიის წინაშე” აშკარად არადამაჯერებელია. როგორც ფიზიკოსი, სახტად დავრჩი, როცა თვალის გაჩენის შესახებ მის მსჯელობას გავეცანი”. 8
დარვინის ეპოქის პრიმიტიული მეცნიერება და ტექნოლოგია
მიკროსკოპი
უჯრედის“დედამიწაზე ევოლუციური გზით სიცოცხლის წარმოშობის იდეების გაჩენისას არ არსებობდა მეცნიერების ისეთი დარგები, როგორებიცაა გენეტიკა, ბიოქიმია და ბიოფიზიკა. წინააღმდეგ შემთხვევაში, დარვინის მოძღვრების სისუსტე და ალოგიკურობა ჯერ კიდევ მაშინ გამომჟღავნდებოდა. რადგან ცოცხალი არსებების ამა თუ იმ სახეობის თავისებურებების განმსაზღვრელი ინფორმაცია უკვე ორგანიზმის გენეტიკურ კოდშია ჩადებული და არანაირ ბუნებრივ პირობებსა თუ არსებობისთვის ბრძოლას არ ძალუძს ამ ინფორმაციის შეცვლა და ცოცხალი არსებების ახალი სახეობის წარმოქმნა. დარვინს ელექტრონულ მიკროსკოპში ჩახედვის საშუალება რომ მისცემოდა, ცოცხალი უჯრედის აგებულების კოლოსალურ კომპლექსურობაში დარწმუნდებოდა. შეუძლებელია, ამ სრულყოფილი და წინასწარ დაგეგმილი სისტემის აღმოცენება უსულო უჯრედის შიგნით შემთხვევითი მიკროსკოპული ცვლილებების შედეგი იყოს. დარვინს რომ ბიოფიზიკა სცოდნოდა, არ შეეძლო არ დათანხმებოდა იმ აზრს, რომ ცილის უჯრედის შემადგენელი მილიონობით და მილიონობით მოლეკულიდან ერთი რთული მოლეკულის შემთხვევით ვერ შეიქმნებოდა.
უჯრედის აგებულების შესწავლა მხოლოდ ელექტრონული მიკროსკოპის გამოგონების მერე გახდა შესაძლებელი. დარვინის დროს უჯრედის შესწავლა ხდებოდა მხოლოდ პრიმიტიული მიკროსკოპით, რომელსაც თქვენ ფოტოზე მარჯვნივ ხედავთ.
სურათის კომენტარი:
თუმცა, მთავარი სირთულე დარვინს ელოდა მაშინ, როცა მეცნიერების განვითარებასთან ერთად ეს პრობლემები კი არ გადაიჭრა, არამედ საერთოდ ამოუხსნელ განზომილებებში გადაიზარდა.
ელექტრონულ მიკროსკოპი
დარვინი, თავისი თეორიის სრულყოფის პროცესში, წინა თაობის ბიოლოგ-ევოლუციონისტების, კერძოდ, ფრანგი ბიოლოგის – ლამარკის დიდ გავლენას განიცდიდა. 9 ლამარკის აზრით, ცოცხალი არსებები თაობიდან თაობას გადასცემენ თავიანთი სიცოცხლის მანძილზე შეძენილ თავისებურებებს და ასე მიიწევენ წინ ევოლუციის გზაზე. მაგალითად, ჟირაფები ჩვეულებრივი ჯეირანებისგან წარმოიშვნენ. ხოლო მათ კისერი დაუგრძელდათ იმის გამო, რომ იძულებულნი იყვნენ მაღალ ხეებზე ყლორტებს მისწვდომოდნენ. ამიტომაც დარვინმა, ცოცხალი ორგანიზმების ევოლუციის მექანიზმის ასახსნელად, მიმართა ლამარკის თეზისს “შეძენილი თავისებურებების მემკვიდრეობით გადაცემის შესახებ”.
თუმცა, დარვინიც და ლამარკიც ცდებოდნენ. მეცნიერების განვითარების იმ ეტაპზე ცოცხალი ორგანიზმების კვლევა ფრიად პრიმიტიული ტექნოლოგიების საშუალებებით ხდებოდა, ჯერაც არ არსებობდა მეცნიერების ისეთი დარგები, როგორებიცაა გენეტიკა და ბიოქიმია. მათი თეორია მხოლოდ წარმოსახვის ძალას ეყრდნობოდა.
იმ დროს, როცა დარვინი თავისი წიგნის შესახებ გამოძახილებს ეცნობოდა, ავსტრალიელმა ბოტანიკოსმა გრეგორ მენდელმა 1865 წელს მემკვიდრეობის კანონი აღმოაჩინა. მაგრამ სამეცნიერო სამყარომ მენდელის აღმოჩენა მეცხრამეტე საუკუნის დასასრულამდე ჯეროვნად ვერ დააფასა. მენდელის აღმოჩენას მხოლოდ 1900 წლის დასაწყისში მიექცა სათანადო ყურადღება გენეტიკის დაბადებასთან ერთად. იგივე წლებში იქნა გამოკვლეული გენებისა და ქრომოსომების აგებულება. ხოლო 1950 წელს აღმოჩენილმა დნმ-ის მოლეკულამ, რომელიც ყოველი კონკრეტული ინდივიდის თავისებურებაზე გენეტიკურ ინფორმაციას შეიცავდა, ევოლუციის თეორია ღრმა კრიზისში ჩააგდო, რადგან ცოცხალი ორგანიზმის აგებულება გაცილებით უფრო რთული აღმოჩნდა, ვიდრე დარვინი და მეცხრამეტე საუკუნის ევოლუციონისტები ვარაუდობდნენ. ევოლუციის მექანიზმის შეუძლებლობა კიდევ უფრო თვალსაჩინო გახდა.
ასე რომ, დარვინის ფსევდომეცნიერული, სრულიად დაუსაბუთებელი თეორია ისტორიის მტვრიან თაროზე უნდა შემოდებულიყო, მაგრამ მეცნიერულ წრეებში კვლავაც დაჟინებით უსვამდნენ ხაზს ამ თეორიის განახლების აუცილებლობას და ცდილობდნენ, იგი მეცნიერულ საფუძველზე გადაეტანათ. იმთავითვე ცხადი იყო, რომ ამ მცდელობას უფრო იდეოლოგიური მიზნები ამოძრავებდა, ვიდრე მეცნიერული ჭეშმარიტების დადგენის სურვილი.

ნეოდარვინიზმის უიმედო ძალისხმევა

მეოცე საუკუნის პირველ მეოთხედში, გენეტიკის აღმოჩენების შედეგად დარვინის თეორია ჩიხში მოემწყვდა. 1941 წელს მეცნიერთა ჯგუფი, რომელმაც გადაწყვიტა, დარვინის იდეების ერთგულება დაემტკიცებინა, ამერიკელ გეოლოგთა ასოციაციის მიერ მოწვეულ ყრილობაზე შეიკრიბა. ყრილობის მუშაობაში მონაწილეობდნენ გენეტიკოსები გ.ლ. სტებინსი და ტ. დობჟანსკი, ზოოლოგები ე. მაირი და ი. ჰაქსლი, პალეონტოლოგები ჯ.გ. სიმფსონი და გ.ლ. ჯეფსენი და ხანგრძლივი კამათის მერე მეცნიერებმა გადაწყვიტეს, დარვინიზმი კიდევ ერთხელ “დაეკემსათ”.
კითხვაზე, რომელსაც თვით თეორიის მამამთავარმა ჩარლზ დარვინმა ლამარკის თეზისზე დაყრდნობით ვერ გასცა პასუხი - “როგორია სასარგებლო ცვლილებების მექანიზმი, რომლის წყალობითაც ორგანიზმი სრულყოფილებისკენ ისწრაფვის”, მათ ასე უპასუხეს – “შემთხვევითი მუტაცია”. მიუმატეს რა დარვინის თეზისს “ბუნებრივი შერჩევის შესახებ” მუტაციის ცნება, მათ ახალ თეორიას ასე უწოდეს: “ევოლუციის თანამედროვე სინთეზური თეორია”. მალე ეს თეორია “ნეოდარვინიზმად”, ხოლო მისი ფუძემდებლები “ნეოდარვინისტებად” მოინათლნენ.
შემდგომი ათწლეულები ნეოდარვინიზმის თეზისების უტყუარობის დამტკიცების უშედეგო მცდელობებით აღინიშნა. ცნობილია, რომ მუტაცია, ესე იგი ცხოველების გენეტიკური კოდის შეცვლა, ან გადაგვარება, გარედან ზემოქმედების შედეგია, მაგალითად ისეთისა, როგორიცაა რადიაცია, რასაც გარდაუვალად უარყოფით შედეგამდე მივყავართ. მიუხედავად ამისა, ნეოდარვინისტებმა ათასობით ცდა ჩაატარეს “სასარგებლო მუტაციის” შესაძლებლობის დამტკიცების მიზნით. მთელი ეს ძალისხმევა სრული კრახით დამთავრდა.  ამავდროულად, ნეოდარვინისტებს სურდათ ეჩვენებინათ, რომ ცოცხალი ორგანიზმები მართლაც პრიმიტიულ გარემოში შემთხვევითობის მწკრივის წყალობით გაჩნდნენ, როგორც ამას ევოლუციის თეორია ამტკიცებს. თუმცა, ამ სფეროშიც მათ გამანადგურებელი მარცხი ელოდათ. ყველა ცდა დედამიწის პირველყოფილი ატმოსფეროს გამოყენებით ცოცხალი ორგანიზმის შექმნისა, წარუმატებლად დამთავრდა. სიცოცხლის შემთხვევით აღმოცენების ალბათობის გათვლები გვიჩვენებენ, რომ არცერთი პროტეინი, რომელიც ყოველი ცოცხალი ორგანიზმის საფუძველია, არ შეიძლებოდა, შემთხვევის წყალობით შექმნილიყო. მით უმეტეს, პრიმიტიული, უკონტროლო სამყაროს პირობებში. მაშინ, როცა ეს დღევანდელ სუპერთანამედროვე ლაბორატორიებში, მეოცე საუკუნის ყველაზე მოწინავე ტექნოლოგიების გამოყენებითაც კი ვერ ხერხდება.
Stephen Jay Gould
ამასობაში, არქეოლოგიური გათხრების მონაცემებმა მორიგი დარტყმა აგემეს ნეოდარვინისტულ თეორიას. ხანგრძლივი არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილ ცხოველებს შორის არ აღმოჩნდა არცერთი “აურაცხელი გარდამავალი ფორმიდან”, რომლებიც, დარვინის მტკიცებით, მიწის წიაღში მრავლად უნდა ყოფილიყო გაფანტული და რომლებსაც უნდა დაედასტურებინათ ევოლუციონისტების ვარაუდი ცოცხალი ორგანიზმების პრიმიტიულიდან რთულამდე თანდათანობითი განვითარების შესახებ. შედარებითმა ანატომიურმა გამოკვლევებმაც გვიჩვენა, რომ “ევოლუციაგამოვლილი” ყოველი ორგანიზმი სრულიად განსხვავებული თავისებურებებით გამოირჩევა და არაფრით შეიძლება, ყველა ეს სახეობა ერთი წინაპრისგან იყოს წარმოშობილი, ან მის გაგრძელებას წარმოადგენდეს.
მაგრამ ნეოდარვინიზმი მეცნიერული თეორია კი არა, იდეოლოგიური ნორმაა, ერთგვარი რწმენა.  ნეოდარვინიზმის ერთ-ერთმა ფუძემდებელმა იულიან ჰაქსლიმ ეს დაუფარავად განაცხადა თავის 1958 წელს გამოცემულ წიგნში “Religion Without Revelation” (“რელიგია გამოცხადებების გარეშე”). სხვა სტატიაში კითხვაზე: “რატომ მიგაჩნიათ ევოლუცია რელიგიად?”, ჰაქსლიმ ასე უპასუხა:
“რელიგია – ეს არის თვალსაზრისი, რომელიც მთელი სამყაროს საფუძველს მოიცავს. ამიტომაც ევოლუციას შეუძლია იტვირთოს ფუნქცია, რომელსაც ოდესღაც ღმერთი ასრულებდა, ანუ შეუძლია იქცეს მთავარ პრინციპად, რომელიც ადამიანის რწმენისა და იმედის კოორდინირებას მოახდენს”. 10
აი, რატომ ხდება, რომ ევოლუციის თეორიის მიმდევრები, მიუხედავად მათი მოძღვრების უარმყოფელი თვალსაჩინო ფაქტებისა, დამადასტურებელი საბუთების უქონლობისა, კბილებით ებღაუჭებიან თავიანთ სწავლებას. მათი აზრით, ევოლუცია არის რწმენა, რომლის ღალატიც არ შეიძლება! მათი თვალსაზრისი მხოლოდ ევოლუციის პროცესის განხორციელების მოდელების შეფასებაში არ ემთხვევა ერთმანეთს. ამ მოდელთა შორის განსაკუთრებით გამოირჩევა ფანტასტიკური სცენარი, რომელიც “ნახტომისებური ევოლუციის” სახელით არის ცნობილი.

ნახტომისებური ევოლუცია

პირველი, რაც დღემდე “ევოლუციის თეორიის” ხსენებისას მოისაზრება, ნეოდარვინისტული მოდელია. მხოლოდ უკანასკნელ ათწლეულებში გამოჩნდა ახალი მოდელი: “დარღვეული წონასწორობა” (punctuated eqilibrium), ან, სხვა სიტყვებით “ნახტომისებური ევოლუცია”.
ეს მოდელი სამოცდაათიანი წლების დასაწყისში დიდი ზარ-ზეიმით დაინერგა ამერიკელი პალეონტოლოგების ნ. ელდრიჯისა და ს.ჯ. გოულდის მიერ. ამ სწავლულმა-ევოლუციონიოსტებმა მშვენივრად იცოდნენ, რომ გათხრების შედეგად აღმოჩენილი ნამარხი ცხოველების გამოკვლევის თვალსაზრისით ნეოდარვინისტული თეორია სრულიად მცდარი აღმოჩნდა. პალეონტოლოგების გამოკვლევები უარყოფდნენ საფეხურებრივ ევოლუციას და ამტკიცებდნენ, რომ დედამიწაზე სიცოცხლე აღმოცენდა უცებ და ამასთან, სრულყოფილი ფორმით.
ნეოდარვინისტები ცხოვრობდნენ და ახლაც ცხოვრობენ იმ იმედით, რომ ერთ მშვენიერ დღეს აღმოაჩენენ ნამარხ ცხოველს, რომელიც მათ თეორიას დაადასტურებს. ელდრიჯსა და გოულდს კარგად ესმოდათ ამ იმედების უტოპიური ხასიათი, თუმცა ამავდროულად ესმოდათ, რომ არ შეეძლოთ უარეყოთ ევოლუციის თეორია მაშინ, როცა მათ წარმოადგინეს ახალი მოდელი – “ნახტომისებური ევოლუცია”, რომლის თანახმად ევოლუცია თანდათანობით კი არა, არამედ დიდი და უცაბედი ცვლილებების შედეგად ხდებოდა.
არსებითად, ეს მოდელი მხოლოდ ფანტაზიის ნაყოფია. ელდრიჯისა და გოულდის პედაგოგი, ევროპელი პალეონტოლოგი ო.ჰ. შინდევოლფი, მოჰყავდა რა ნახტომისებური ევოლუციის მაგალითები, ამტკიცებდა, რომ პირველი ფრინველი ქვეწარმავლისგან “გროსმუტაციის”, ანუ შემთხვევით მომხდარი დიდი გენეტიკური ცვლილების შედეგად წარმოიშვა. 11 ამავე მოდელის მიხედვით, ზოგიერთი წყალხმელეთა ცხოველი, ამ სპონტანური ყოვლისმომცველი ცვლილებების შედეგად, უზარმაზარ ვეშაპად გადაიქცა. ეს თეორია, რომელიც ყველა საყოველთაოდ ცნობილ გენეტიკურ, ბიოფიზიკურ და ბიოქიმიურ კანონებს ეწინააღმდეგება, მეცნიერული ღირებულებით შეიძლება შეედაროს ზღაპარს, სადაც ბაყაყი მშვენიერ პრინცესად იქცევა. თუმცა, ნეოდარვინიზმის ამდენი მარცხის გამო უხერხულ მდგომარეობაში ჩავარდნილი ზოგი პალეონტოლოგი-ევოლუციონისტი, ისე ჩაეჭიდა ამ უფრო მეტად სულელურ მოდელს, როგორც წყალწაღებული – ხავსს.
წიგნების კოლაჟთან:
ათიათასობით მეცნიერმა მთელს მსოფლიოში დაამტკიცა ევოლუციის თეორიის მეცნიერული უსაფუძვლობა, გამოცემულია ათასობით გამოკვლევა და სამეცნიერო ნაშრომი, სადაც უარყოფილია დედამიწაზე სიცოცხლის წარმოშობის ეს თითიდან გამოწოვილი სცენარი. თქვენს წინაშეა ამ თემაზე დაწერილი მხოლოდ რამდენიმე წიგნი.
Ernst Mayr, თეორიის ევოლუციაTheodosius Dobzhansky, თეორიის ევოლუციაJulian Huxley, თეორიის ევოლუციაJulian Huxley, თეორიის ევოლუციაJulian Huxley, თეორიის ევოლუცია
Ernst Mayr, თეორიის ევოლუციაTheodosius Dobzhansky, თეორიის ევოლუციაJulian Huxley, თეორიის ევოლუციაJulian Huxley, თეორიის ევოლუციაJulian Huxley, თეორიის ევოლუცია
როგორც უკვე აღვნიშნეთ, ამ მოდელის მიზანი იყო შეევსო ის არქეოლოგიური “ხარვეზები”, რომელთა ახსნა ნეოდარვინიზმმა ვერაფრით მოახერხა. თუმცა ცხადია, რომ ამ ხარვეზების ამოვსება ისეთი მტკიცებულებებით, როგორიცაა “ფრინველების წარმოშობა ქვეწარმავალთა კვერცხებიდან” სხვა არაფერია, თუ არა სრული უგუნურება, რადგან ერთი სახეობის მეორედ ქცევას უზარმაზარი და სასარგებლო გენეტიკური ცვლილებები სჭირდება. ამასთან, ვერავითარი მუტაცია ვერ შეცვლის გენეტიკურ ინფორმაციას და ახალი მონაცემების დამატებით ვერ გააგრძელებს გენეტიკურ ჯაჭვს. ხოლო მხოლოდ ევოლუციონისტების წარმოდგენაში არსებულ “კოლოსალურ მუტაციას” მხოლოდ ნეგატიური შედეგები და გენეტიკურ ინფორმაციაში საზარელი რღვევა  შეუძლია შეიტანოს.
აქვე უნდა ითქვას, რომ ნეოდარვინიზმი, ისევე, როგორც “ნახტომისებური ევოლუციის” მოდელი უკვე საწყის ეტაპზე მარცხდება, რადგანაც ვერ პასუხობს კითხვას – “როგორ გაჩნდა პირველი ცოცხალი უჯრედი?” და თუ შემთხვევითობის შედეგად ცილის ერთი მოლეკულის – ცოცხალი უჯრედის უპირველესი შემადგენლის წარმოქმნაც კი შეუძლებელია, რაღა აზრი აქვს ვიმსჯელოთ, თუ როგორი ევოლუცია – “ნახტომისებური” თუ “საფეხურებრივი” განიცადა ორგანიზმმა, რომლის წარმოშობისთვისაც მილიარდობით ასეთი ცილის მოლეკულაა საჭირო?
ნეოდარვინიზმი ევოლუციურ სამყაროში დღესაც მოქმედ მოდელად რჩება. მომდევნო თავებში ჩვენ წვრილად განვიხილავთ ნეოდარვინისტების წარმოსახვით მექანიზმს, მერე კი არქეოლოგიური კვლევის შედეგებს. გარდა ამისა, თქვენ გაეცნობით ფუნდამენტური მეცნიერების მიერ დადგენილ ფაქტებს, რომლებიც დაგეხმარებათ ჩაწვდეთ ნეოდარვინისტების მტკიცებულებების, “ნახტომისებური ევოლუციისა” და მისი მსგავსი მოდელების მთელს ხელოვნურობასა და უტოპიურობას. გაეცნობით, აგრეთვე, პირველი ცოცხალი ორგანიზმის ჩასახვის პრობლემას, რამაც სიცოცხლის წარმოშობის ყველა ევოლუციონისტური მოდელი დაასამარა.
ალბათ, უპრიანი იქნება, აქ ხაზგასმით ითქვას: ყოველი განხილული მაგალითი ნათლად დაგვარწმუნებს, რომ ევოლუციის თეორიაში ჭეშმარიტების ნატამალიც არ არსებობს და მტკნარი სიცრუეა. სრული უაზრობაა დაცვა სცენარისა, რომელიც უკვე საუკუნენახევარია, ადამიანებს თავგზას უბნევს, რადგან მეცნიერებას ხელთ უპყრია უტყუარი, ჭეშმარიტი ფაქტები დედამიწაზე სიცოცხლის წარმოშობის შესახებ.

თავი მესამე ევოლუციის უტოპიური მექანიზმები

თავი მესამე
ევოლუციის უტოპიური მექანიზმები

დღესდღეობით ევოლუციის თეორია, რომელიც ახლა ნეოდარვინიზმის მოდელის სახელწოდებით უფრო არის ცნობილი, წარმოადგენს ორ ძირითად მექანიზმს, რომელთა მიხედვითაც თითქოს ვითარდება ცოცხალი ორგანიზმები: “ბუნებრივი შერჩევა” და “მუტაცია”. თეორიის ძირითადი თეზისი ასეთია: “ბუნებრივი შერჩევა და მუტაცია ის ორი მექანიზმია, რომლებიც ერთმანეთს ავსებს. ევოლუციური ცვლილებების წყარო არის შემთხვევითი მუტაცია, რაც ცოცხალ ორგანიზმს გენეტიკურ დონეზე ემართება. თვისებები, რომლებიც მუტაციის მიზეზად იქცევა, ბუნებრივი შერჩევის მექანიზმით ხდება და ასე და ამრიგად ხორციელდება ცოცხალი ორგანიზმების ევოლუცია”.
საკმარისია, უფრო ღრმად ჩავიხედოთ, რომ ეს თეორია, რომელიც ერთი შეხედვით სრულიად ლოგიკური და გამართულია, რომ დავრწმუნდეთ – იგი სრულიად მოკლებულია საღ აზრს, რადგან არც ბუნებრივი შერჩევა და არც მუტაცია სახეობათა ევოლუციას ხელს არ უწყობს.

ბუნებრივი შერჩევა

ბუნებრივი შერჩევის მექანიზმი ბიოლოგებისთვის დარვინამდეც იყო ცნობილი, როგორც ბუნებრივი პროცესი, რომელიც უზრუნველყოფს სახეობათა სტაბილურობას და ამასთან, არ არღვევს მათ მთლიანობას. დარვინმა პირველმა წამოაყენა იდეა ამ პროცესის ევოლუციარ ძალაზე და მთელი თავისი თეორია ამ თეზისზე დააფუძნა. დარვინი ფუძემდებლური ნაშრომის სათაურიც მეტყველებს, რომ მან თავისი თეორიის საძირკველში სწორედ ბუნებრივი შერჩევის იდეა ჩადო: “სახეობათა წარმოქმნა ბუნებრივი შერჩევის გზით”.
თუმცა დარვინის დროიდან მოყოლებული დღემდე არ არსებობს არც ერთი მაგალითი, რომელიც ცოცხალი ორგანიზმების ბუნებრივი შერჩევის გზით ევოლუციას ადასტურებდეს. საქვეყნოდ სახელგანთქმული ევოლუციონისტი, ინგლისის ბუნების მუზეუმის დირექტორი, პალეონტოლოგი კოლინ პატერსონი აღიარებს:
“ვერავინ შეძლო ახალი სახეობის ბუნებრივი შერჩევის წყალობით წარმოქმნა. ვერავინ ვერც კი მიუახლოვდა ამ ამოცანის განხორციელებას. დღესდღეობით, ნეოდარვინიზმის სწორედ ეს პრობლემა თეორიის ყველაზე საორჭოფო საკითხად გვევლინება”. 12
ბუნებრივი შერჩევა გულისხმობს იმ ცოცხალი ორგანიზმების  გადარჩენას, რომლებიც ყველაზე მეტად შეესაბამება არსებულ ბუნებრივ-გეოგრაფიულ გარემოს და მათი გაქრობა ამ პირობებთან შეუგუებლობის შედეგია. მაგალითად, ირმების ჯოგიდან, რომელსაც მტაცებელი გამოედევნება, გადარჩებიან ის ინდივიდები, რომლებიც უფრო სწრაფები და მოქნილები არიან. მაგრამ რამდენი ხანიც უნდა გრძელდებოდეს ეს პროცესი, ირმები სხვა სახეობის ცხოველებად ვერ იქცევიან. ირემი ისევ ირმად დარჩება. სხვა ყურით მოთრეული მაგალითების განხილვისას, რომლებსაც ევოლუციონისტები წარმოგვიდგენენ, როგორც “ბუნებრივი შერჩევის პროცესზე დაკვირვებას”,  აგრეთვე დავრწმუნდებით, რომ ეს ყველაფერი უფრო ფანტაზიების სფეროს განეკუთვნება.

სამრეწველო რევოლუციის პეპლები

ცნობილი ევოლუციონისტის დაგლას ფუტუიმას 1986 წელს გამოცემული წიგნი “ევოლუციის ბიოლოგია” აღიარებულ იქნა, როგორც ბუნებრივი შერჩევის თეორიის ერთ-ერთი საუკეთესო წყარო, რომელიც გასაგებად გვიხსნის ბუნებრივი შერჩევის მოძღვრებას. ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითი, რომელიც ფუტუიმას ამ თემაზე საუბრისას მოჰყავს, არის პეპლების პოპულაციის ფრთების გამუქება ინგლისში სამრეწველო რევოლუციის დროს.
სამრეწველო რევოლუციის პეპლები
სურათის კომენტარი:
ინგლისში სამრეწველო რევოლუციისდროინდელი პეპლები ევოლუციის თეორიის მიმდევართა საყვარელი მაგალითია, რასაც სახეობათა ბუნებრივი შერჩევის გამო სახეობათა ევოლუციონირების “უეჭველ” არგუმენტად ასახელებენ. თუმცაღა, ამ შემთხვევაში ძნელია ევოლუციაზე ლაპარაკი, რადგან შეფერილობის შეცვლას ახალი სახეობის პეპლების გაჩენა არ გამოუწვევია. სურათზე მარცხნივ ჩანს პეპლები სამრეწველო რევოლუციამდე, ხოლო მარჯვნივ – მას შემდეგ.
ინგლისში სამრეწველო რევოლუციის დაწყებამდე ქალაქ მანჩესტერის შემოგარენში ხეების ქერქი ღია ფერის იყო. ამის გამო მუქი შეფერილობის პეპლები, ამ ხეებზე დასხდომისას, ჩიტებისთვის იოლ ლუკმას წარმოადგენდნენ და ამით მათი გადარჩენის შანსი მცირდებოდა. თუმცა, 50 წლის შემდეგ რეგიონში მრეწველობის განვითარებამ გარემოს დაბინძურება გამოიწვია, რამაც, თავის მხრივ, ხეების ქერქის შეფერილობა შეცვალა. და ამ შემთხვევაშიც ღია ფერის პეპლები ჩიტების იოლ ნადავლად იქცნენ.
ამის შედეგად, ღია ფერის პეპლების რაოდენობა შემცირდა, ხოლო ჩიტებისთვის შეუმჩნეველი მუქი პეპლების პოპულაციამ პირიქით, იმატა. ევოლუციონისტებმა ეს მაგალითი გამოიყენეს, როგორც მაგალითი იმისა, რომ გარემოს პირობების შესაბამისად პეპლებმა ფერი იცვალეს და ამრიგად, ევოლუცია განიცადეს. თუმცა ცხადია, რომ ეს მაგალითი ევოლუციის თეორიის დასადასტურებლად არ გამოდგება, რადგან შედეგად პეპლების ახალი სახეობა არ გაჩენილა. მუქი ფერის პეპლები სამრეწველო რეფორმებამდეც იყვნენ. შეიცვალა მხოლოდ ამ პეპლების რაოდენობა. მათ არ შეუძენიათ რამე ისეთი თვისება, რაც “სახეობის შეცვლას” გამოიწვევდა. იმისთვის, რომ პეპელა სხვა არსებად, მაგალითად, ჩიტად იქცეს, მის გენებში უნდა მოხდეს უთვალავი ცვლილება, ანუ, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, პეპლების გენეტიკურ თავისებურებებს უნდა შეუერთდეს გენეტიკური პროგრამა, რომელიც შეიცავს ინფორმაციას ჩიტების ფიზიკური თავისებურებების შესახებ.
ერთი სიტყვით, ბუნებრივი შერჩევა ვერ განაპირობებს სახეობათა ცვლილებას, ანუ არ შეესაბამება იმ “სახეს”, რომელიც ევოლუციონისტებმა შექმნეს. პეპლების მაგალითი, რაც ამ სფეროში ერთადერთი “არგუმენტია”, სამუდამოდ შერჩა ისტორიას, როგორც ინგლისში სამრეწველო რევოლუციისდროინდელი ზღაპარი.

შეუძლია ბუნებრივ შერჩევას კომპლექსურობის ახსნა?

ბუნებრივი შერჩევის მექანიზმმა ევოლუციის თეორიის “პროგრესს” ხელი ვერაფრით შეუწყო, რადგან ცხადი გახდა, რომ მოცემულ მექანიზმს არ შეეძლო გენეტიკური ინფორმაციის შეცვლა, ერთი სახეობის მეორე სახეობად გადაქცევა, ანუ ზღვის ფრინველის თევზად, თევზის – ბაყაყად, ბაყაყის – ნიანგად, ამ ნიანგის ფრინველად ქცევა.
ევოლუციის თეორიის ერთ-ერთი ყველაზე მგზნებარე დამცველი სტეფან ჯეი გოულდი, “ნახტომისებური ევოლუციის” თეორიის შემქმნელი ასე აღიარებს ბუნებრივი შერჩევის მექანიზმის არაეფექტურობას:
“დარვინიზმის არსი ერთი წინადადებით შეიძლება გამოიხატოს: ბუნებრივი შერჩევა ევოლუციური ცვლილების მამოძრავებელი ძალაა. არავინ უარყოფს ბუნებრივი შერჩევის ნეგატიურ როლს, რომლის დროსაც ძლიერებისა და სუსტების შერჩევა ხდება, მაგრამ დარვინის თეორია “ყველაზე მეტად შემგუებლების” შექმნას ცდილობს”. 13
ევოლუციონისტების შეცდომა ისაა, რომ ცდილობენ, ეს მექანიზმი გონიერი კონსტრუქტორის როლში წარმოგვიდგინონ. მაგრამ ბუნებრივ შერჩევას არა აქვს გონი იმის განსასაზღვრად, რა არის კარგი ცოცხალი ორგანიზმებისთვის და რა – არა. ასე რომ, ბუნებრივი შერჩევით ვერ აიხსნება კომპლექსური წყობის მქონე სისტემებისა და ორგანოების წარმოშობა.  ეს სისტემები და ორგანოები იქმნება ურთიერთდაკავშირებული ნაწილების ერთობლივი ქმედების შედეგად იქმნება და თუნდაც ერთი შემადგენელი ნაწილის არარსებობა, ან დეფექტი მათი ფუნქციის მოშლას იწვევს. ასეთ სისტემებს “გაუმარტივებადი კომპლექსურობა” ახასიათებს. მაგალითად, ადამიანის თვალის აგებულება არ შეიძლება იყოს იმაზე მარტივი, როგორიც ის არის, რადგან ამ ორგანოს რომელიმე ნაწილის არარსებობა მის არასრულფასოვან მუშაობას გამოიწვევს.
ბუნებრივ შერჩევას
გონიერ ძალას, რომელმაც ასეთი სისტემა შექმნა, უნდა გაეთვალისწინებინა მომავალი და მიზნად დაესახა ის სარგებლობა, რომლის მოტანაც მხოლოდ სრულქმნილ ფორმას შეუძლია. მაგრამ რადგან ბუნებრივი შერჩევა ის მექანიზმია, რომელსაც გონიერების ძალა არ გააჩნია, მას არ ძალუძს ამ აუცილებელი და სრულყოფილი მოდელის შექმნა. ეს ფაქტი ძირშივე სპობს ევოლუციის თეორიას, რაც ასე აშინებდა დარვინს, როცა წერდა:
“თუ შეუძლებელი გახდა მრავალრიცხოვანი თანმიმდევრული მცირე ცვლილებების შედეგად კომპლექსური ორგანოს შექმნა, ჩემს თეორიას კრახი ელის”. 14
ბუნებრივი შერჩევა მხოლოდ და მხოლოდ განთესავს სუსტ, დასახიჩრებულ ან არასრულყოფილ ინდივიდებს, რომლებიც გარემო პირობებს არ შეესატყვისებიან. მაგრამ ამ მექანიზმს არ ხელეწიფება ახალი სახეობის, ორგანოების ან ახალი გენეტიკური ინფორმაციის შექმნა, ანუ განვითარების (ევოლუციის) განპირობება. დარვინი დაეთანხმა ამ ჭეშმარიტებას, როცა ამბობდა:
“თუ სასარგებლო ცვლილებები არ არსებობს, ბუნებრივ შერჩევას ამ ვითარების შეცვლა არ შეუძლია”. 15
სწორედ ამის გამო გახდა იძულებული ნეოდარვინიზმი “პოზიტიური ცვლილებების მიზეზად” ბუნებრივ შერჩევასთან ერთად მუტაციის მექნიზმიც დაესახელებინა. ამ დროს მუტაცია მხოლოდ “ნეგატიური ცვლილებების მიზეზი” შეიძლება იყოს.

მუტაცია

dna, მუტაცია
მუტაცია არის ცვლილებები დნმ-ის იმ მოლეკულაში, რომელიც გენეტიკურ ინფორმაციას შეიცავს და რომელიც ცოცხალი ორგანიზმის უჯრედის ბირთვშია გარეგანი ფაქტორების – მაგალითად, რადიაციის ან ქიმიური ზემოქმედების შედეგად. მუტაცია სპობს დნმ-ის მოლეკულის შემადგენელ ნუკლეოტიდებს ან უცვლის მათ ადგილმდებარეობას. ხშირ შემთხვევაში მუტაცია უჯრედში შეუქცევადი პროცესების მიზეზი ხდება. ამიტომაც მუტაცია, რომელსაც ევოლუციონისტები საფრად იყენებენ, სულაც არ გახლავთ ჯადოსნური კვერთხი, რომლითაც ცოცხალი ორგანიზმის სრულყოფა შეიძლებოდეს. ცხადია, რომ მუტაციის ზემოქმედება ყოველთვის ნეგატიურია. მუტაციური ცვლილებების შედეგი ნათლად ჩანს იმ ადამიანთა მაგალითზე, რომლებმაც რადიოაქტიური დასხივება მიიღეს ხიროსიმისა და ნაგასაკის დაბომბვის, ან ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის რეაქტორის აფეთქების დროს. ათასობით დაღუპული ადამიანი, დასახიჩრებული, გასაცოდავებული არსებები...
მიზეზი მარტივია: დნმ-ის მოლეკულა მაღალორგანიზებული და რთული შემადგენლობის მქონე ნაწილაკია და მცირეოდენი შემთხვევითი ცვლილებაც კი ზიანს აყენებს. ამერიკელი გენეტიკოსი ბ. რანგანატანი ამას ასე ხსნის:
“მუტაცია უმნიშვნელო, შემთხვევითი და მავნე მოვლენაა. ის ძალზე იშვიათად ხდება და უკეთეს შემთხვევაში, უვნებელია. ეს ოთხი თავისებურება ცხადყოფს, რომ მუტაციას არ შეუძლია ევოლუციური ცვლილებების გამოწვევა. ორგანიზმში შემთხვევითი ცვლილებები მასზე ან უარყოფითად მოქმედებს, ან კვალს არ ტოვებს. ისე, როგორც მუდმივი დარტყმა საათზე ვერაფრით შეუწყობს ხელს მისი მექანიზმის სრულყოფას. ამით საათს ან გავტეხთ, ან არაფერს ვავნებთ. მიწისძვრას არასდროს მოქავს სარგებლობას ქალაქისთვის, მას მხოლოდ ნგრევის გამოწვევა შეუძლია”.16
მუტაცია
მარცხნივ დაბლა – ბავშვი რომელიც ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე მომხდარი ავარიის შემდეგ რადიოაქტიური გამოსხივების ზონაში დაიბადა.
ადამიანზე მუტაციის უარყოფითი ზემოქმედების ზოგიერთი მაგალითი.
დღემდე დადებითი მუტაციის მაგალითი არავის უხილავს. პირიქით, მუტაციას ყოველთვის უარყოფით შედეგებამდე მივყავართ. ევოლუციონისტი უორენ უივი კომენტარს უკეთებს ანგარიშს, რომელიც მეორე მსოფლიო ომის ბოლოს ატომური იარაღის გამოყენების შედეგად გამოწვეული მუტაციის შემთხვევების გამოსაკვლევად შექმნილმა ატომური რადიაციის გენეტიკური შედეგების შემსწავლელმა კომისიამ გამოაქვეყნა:
“ბევრი სახტად დარჩება, როცა ევოლუციის პროცესის განუყოფელი ნაწილის – მუტაციის უარყოფით შედეგებს გაეცნობა. ნუთუ შესაძლებელია, ისეთი დადებითი მოვლენის, როგორიც სახეობის სრულყოფაა, იყოს შედეგი მუტაციისა, რომელიც, როგორც პრაქტიკა გვიჩვენებს,  მხოლოდ უარყოფითი ნიშნით მოქმედებს?!” 17
ევოლუციონისტების ყოველგვარი მცდელობა, შეექმნათ მუტაციის დადებითი ზემოქმედების პრეცედენტი, მარცხით დამთავრდა. ათწლეულების მანძილზე მათ მილიონობით ცდა ჩაატარეს ხილის ბუზებზე – დროზოფილებზე, რომლებიც იოლად ექვემდებარებიან მუტაციას. ვერც ერთმა ცდამ ევოლუციონისტებისთვის ესოდენ სასურველი დადებითი მუტაცია ვერ გამოავლინა.
ევოლუციონისტი გენეტიკოსი ამ ფაქტის შესახებ წერდა:
“სამოცი წელია, მთელი ქვეყნის გენეტიკოსები ამრავლებენ ბუზებს ევოლუციის დასამტკიცებლად. მაგრამ დღემდე არც ერთი სახეობა, არც ერთი ფერმენტი არ იქნა გამოყვანილი. და ეს ჭეშმარიტება ამ ხნის მანძილზე შეუმჩნეველი დარჩა”. 18
კიდევ ერთი მკვლევარი, მაიკლ პიტმანი ბუზებზე ჩატარებული ცდების წარუმატებლობას ასე ხსნის:
“უამრავმა გენეტიკოსებმა ბუზების მუტაციის აურაცხელი რაოდენობის ცდა ჩაატარა. მერე რა?! ამის შედეგად ადამიანი მიიღეს? სამწუხაროდ, ვერ მიიღეს. გენეტიკოსების მიერ გამოყვანილი ურჩხულებიდან მხოლოდ ზოგიერთმა განაგრძო არსებობა იმ კოლბების გარეთ, სადაც ისინი გამოიყვანეს. ბუზები, რომლებმაც მუტაცია განიცადეს, ან ცდის დროს დაიხოცნენ, ან დასახიჩრდნენ, ან ნაყოფიერება დაკარგეს”. 19
მუტაცია
მუტაციას მხოლოდ ზიანი და სიმახინჯე მოაქვს
მარცხნივ – ჯანსაღი დროზოფილი.
მარჯვნივ – დროზოფილი, რომელსაც რადიაციის ზემოქმედებით გამოწვეული მუტაციის შედეგად ფეხები თავზე აქვს.
იგივე შეიძლება ითქვას ადამიანის ორგანიზმის მიმართებით მუტაციის შედეგებზე. მუტაციის ნებისმიერი სახეობა ადამიანისთვის მავნებელია. სამედიცინო ლიტერატურაში ისეთი დაავადებები, როგორებიცაა მონღოლიზმი, დაუნის სინდრომი, ონკოლოგიური დაავადებები, ალბინიზმი, ჯუჯად დაბადება და გონებრივი თუ ფიზიკური ანომალიები მუტაციური ზემოქმედებით ხასიათდება. უდავოა, რომ პროცესი, რომელიც ასე ასახიჩრებს ადამიანებს, არ შეიძლება “ევოლუციის მექანიზმად” ჩაითვალოს.
მიზეზები, რის გამოც მუტაციას არ შეუძლია ევოლუციონისტთა მტკიცებულებების დადასტურება, შეიძლება სამ პუნქტად ჩამოყალიბდეს:
1. მუტაცია ყოველთვის მავნებელია.
იმის გამო, რომ მუტაცია სტიქიურია, ის თითქმის ყოველთვის აზიანებს ცოცხალ ორგანიზმს. ცოცხალი ორგანიზმის დალაგებულ, მოწესრიგებულ სტრუქტურაში ჩარევა მის დაშლას იწვევს. მეცნიერების ისტორია არ იცნობს “დადებითი მუტაციის” არც ერთ მაგალითს.
2. მუტაციის შედეგად დე-ენ-კას მოლეკულას ახალი ინფორმაცია
გენეტიკურ ინფორმაციაზე პასუხისმგებელი სტრუქტურები დნმ-ის მოლეკულებში მუტაციის შედეგად იცვლის ადგილმდებარეობას, ზიანდება ან ისპობა. მაგრამ მუტაციას არ შეუძლია, ცოცხალ ორგანიზმში ახალი ორგანოს შექმნა ან ახალი თვისებების სეძენის ხელშეწყობა. ის შეიძლება მხოლოდ ანომალიური მოვლენების მიზეზი გახდეს. მაგალითად. როცა მუტანტს ფეხი ზურგზე აქვს გამობმული, ან ყური – მუცელზე.
3. იმისთვის, რომ მუტაცია მომდევნო თაობას გადაეცეს, აუცილებელია, ცვლილებები სასქესო უჯრედებში მოხდეს.
სხვა უჯრედებსა თუ ორგანოებში მომხდარი ცვლილებები მომდევნო თაობებს არ გადაეცემა. მაგალითად, ადამიანის თვალმა, რომელმაც რადიაციის, ან სხვა ფაქტორის ზემოქმედების შედეგად მუტაცია განიცადა, შეიძლება ფორმა შეიცვალოს, მაგრამ ეს მომდევნო თაობებს არ გადაეცემა.
ერთი სიტყვით, ცოცხალი ორგანიზმების ევოლუცია შეუძლებელია, რადგან არ არსებობს მისი განხორციელების მექანიზმი. თუ გათხრების შედეგად აღმოჩენილ ნამარხ ცხოველებს დავაკვირდებით, დავრწმუნდებით, რომ ეს თითიდან გამოწოვილი სცენარი არც არასოდეს არსებულა.

თავი მეოთხე ნამარხი ცხოველები უარყოფენ ევოლუციის თეორიას

თავი მეოთხე
ნამარხი ცხოველები უარყოფენ ევოლუციის თეორიას

გარდამავალი ფორმების ჩიხი

ევოლუციის თეორიის თანახმად, ყველა ცოცხალი ორგანიზმი ერთმანეთისგან წარმოიშვა. ადრე არსებული ცხოველის ერთი სახეობა მეორე სახეობად გარდაიქმნებოდა. და ასე წარმოიშვა ყველა სახეობა. ამ თეორიის თანახმად, ასეთი სახეცვლილება რამდენიმე ასეული მილიონი წელი გრძელდებოდა და ნაბიჯ-ნაბიჯ ხორციელდებოდა.
ასე რომ ყოფილიყო, ასეთი ხანგრძლივი პროცესის მანძილზე უნდა გაჩენილიყო გარდამავალი სახეობებიც. მაგალითად, უნდა ეარსებათ ცხოველებს, რომელთაც ერთდროულად თევზებისა და ქვეწარმავლების თვისებები ექნებოდათ. ან არსებები, რომლებიც ქვეწარმავლებისა და ფრინველების განსაკუთრებულ თვისებებს შეითავსებდნენ. და რადგან ეს ცოცხალი არსებები გარდამავალ პერიოდში ცოცხლობდნენ, დასახიჩრებულნი, არასრულყოფილი და მკვეთრად გამოხატული ნაკლოვანებების მატარებელნი უნდა ყოფილიყვნენ. ევოლუციონისტებს სჯერათ ამ წარმოსახვითი ქმნილებების ოდესღაც არსებობისა და მათ “გარდამავალი ფორმები” დაარქვეს.
თუ ასეთი ქმნილებები ოდესღაც მართლა არსებობდნენ, მათი რაოდენობა მილიონობით და მილიარდობით უნდა განსაზღვრულიყო. იმიტომ, რომ ამ გარდამავალი ფორმების რაოდენობა მნიშვნელოვნად უნდა სჭარბობდეს დღესდღეობით ჩვენთვის ცნობილ ცხოველთა სახეობებს და მსოფლიოს ყველა კუთხე-კუნჭულში უნდა ვხვდებოდეთ ამ “გარდამავალი ფორმების” ცხოველურ ნამარხებს. თავის ნაშრომში “სახეობათა წარმოქმნა”, დარვინმა ეს ასე ახსნა:
“თუ ჩემი თეორია სწორია, აუცილებელია ერთმანეთთან გადაჯაჭვული გარდამავალი ფორმების არსებობა. მათი არსებობის დამტკიცება მხოლოდ ნამარხი ცხოველების საშუალებით შეიძლება”. 20
 თუმცა, როცა ამ სტრიქონებს წერდა, დარვინმა უკვე იცოდა ასეთი ნამარხები არარსებობის ამბავი. და ეს გარემოება მის თეორიას ჩიხში ამწყვდევდა. ამიტომაც წიგნის “სახეობათა წარმოქმნის” ქვეთავში – “თეორიის სირთულეები”, იგი შენიშნავს:
“თუკი არსებული სახეობები მართლაც ერთმანეთისაგან წარმოიშვნენ, რატომ არსად ჩანს გარდამავალი ფორმების შესაბამისი რაოდენობა? რატომ არის, რომ ბუნებაში ყველაფერი თავის ადგილზეა და ქაოსი არ სუფევს? მიწის ფენებში აუცილებლად უნდა ყოფილიყო აურაცხელი გარდამავალი ფორმა... როგორ მოხდა, რომ ყოველი გეოლოგიური შრე და მიწის ყოველი ფენა არ არის სავსე ამ გარდამავალი არსებებით? გეოლოგიამ ვერ შეძლო თანდათანობითი პროცესის დამტკიცება, ვერ შეძლო გარდამავალი ფორმების დამტკიცება და ვინ იცის, იქნებ მომავალში სწორედ ეს იქცეს ჩემი თეორიის საწინააღმდეგო მთავარ არგუმენტად?!” 21
ეს ვითარება დარვინმა ერთადერთი იმით ახსნა, რომ იმ დროისთვის გეოლოგიური აღმოჩენების რაოდენობა მეტისმეტად მცირე იყო. ის ამტკიცებდა, რომ “ნამარხი ცხოველების უფრო დაკვირვებით შესწავლისას, გარდამავალი ფორმები აუცილებლად იქნება აღმოჩენილი”.
ცოცხალი ნამარხები
გათხრების შედეგად აღმოჩენილი გაქვავებული ორგანიზმები, რომელთა ასაკი მილიონობით წლით განისაზღვრება, არაფრით განსხვავდებიან ცხოველთა დღეს არსებული სახეობებისგან. ცოცხალი ორგანიზმების ეს ნამარხები თვალსაჩინო დადასტურებაა იმისა, რომ ცოცხალი არსებები მარტივიდან რთულისკენ მიმავალი თანდათანობითი ევოლუციური პროცესის კი არა, ერთდროული, უნაკლო შემოქმედების შედეგია.
herring fish, fossil, ცოცხალი ნამარხებიherring fish, ცოცხალი ნამარხები
HERRING
ცოცხალი ნამარხებიცოცხალი ნამარხები
SEA URCHIN
ცოცხალი ნამარხებიცოცხალი ნამარხები
SEQUOIA LEAF
ცოცხალი ნამარხებიცოცხალი ნამარხები
VEEVIL
ცოცხალი ნამარხებიცოცხალი ნამარხები
JUVENILE RABBIT
ცოცხალი ნამარხებიცოცხალი ნამარხები
SUN FISH
ევოლუციონისტებმა, რომლებსაც სწამდათ დარვინის წინასწარმეტყველებისა, ლამის მთელი მსოფლიო გადათხარეს გარდამავალი ფორმების ძიებაში.
მაგრამ ყველა ეს მცდელობა უშედეგოდ დამთავრდა. გათხრების შედეგად აღმოჩენილი ცხოველთა ნამარხები, ევოლუციონისტთა მოლოდინის საწინააღმდეგოდ ამტკიცებდნენ, რომ ცოცხალი ორგანიზმები წარმოიშვნენ მყისიერად, დეფექტებისა და ნაკლოვანებების გარეშე. ევოლუციონისტებმა თავიანთი თეორიის მტკიცებულებების ძიებაში, თვითონვე გამოუთხარეს მას ძირი.
ცნობილმა ინგლისელმა პალეონტოლოგმა დერეკ აგერმა აღიარა ეს ფაქტი, მიუხედავად თავისი ევოლუციონისტობისა:
“ჩვენთვის მთავარი სირთულეა ის, რომ სახეობათა ან კლასთა დონეზე ცხოველთა ნამარხის დეტალურად შესწავლისას გამუდმებით ვაწყდებით ერთი და იგივე რეალობას და ვხედავთ ევოლუციის არა თანდათანობით პროცესს, არამედ ჯგუფების მყისიერ წარმოშობას დედამიწაზე”. 22
ამასვე ადასტურებს ევოლუციონისტი-პალეონტოლოგი მარკ ჩარნეკიც:
“ნამარხი ცხოველები ყოველთვის დიდი წინაღობა იყო ევოლუციის თეორიის დამტკიცების გზაზე... მათ შორის არ აღმოჩნდა დარვინის მიერ ნავარაუდები გარდამავალი ფორმები. სახეობები მყისიერად ჩნდებიან და ასევე უმალ ქრებიან. და ეს მოულოდნელი ვითარება ყოველივე ცოცხალის ღმერთის მიერ შექმნის თეორიის მხარდამჭერ არგუმენტად მოგვევლინა”. 23
ეს არქეოლოგიური “ხარვეზები” ვერაფრით შეივსება იმის იმედით, რომ ერთ მშვენიერ დღეს ესოდენ საჭირო ნამარხი აუცილებლად აღმოჩნდება. გლაზგოს უნივერსიტეტის პროფესორი, პალეონტოლოგი თ.ნ. ჯორჯი მიზეზს ასე ხსნის:
“ახლა უკვე ძნელია მოიძებნოს მიზეზი, რითაც შეივსებოდა ნამარხ ცხოველებთან დაკავშირებული ევოლუციური “ხარვეზი”, რადგან ჩვენს ხელთაა უამრავი არქეოლოგიური მასალა ამ საკითხის გარშემო. როგორც ჩანს, ახალი გამოკვლევები ამ ვითარებას ვერ შეცვლის”. 24

ყველა ცოცხალი ორგანიზმი დედამიწაზე წარმოიშვა მყისიერად და სრულიად უნაკლო ფორმით

მიწის ქერქში არსებული ნამარხი ცხოველების გამოკვლევა გვაჩვენებს, რომ სიცოცხლე დედამიწაზე მყისიერად წარმოიშვა. ასაკი ყველაზე ღრმა ფენისა, რომელშიც ნამარხი ცხოველებია აღმოჩენილი, 520-530 მილიონი წელია და მას “კემბრიული” პერიოდი ეწოდება. ამ შრეში ნაპოვნი ნამარხები ეკუთვნის ისეთ კომპლექსურ უხერხემლოებს, როგორებიცა არიან ლოკოკინები, ტრილობიტები, ღრუბლები, ჭიაყელები, აურელიები, ზღვის ვარსკვლავები, მცურავი კიბოსებრნი და ზღვის შროშნები. საინტერესოა ის ფაქტი, რომ ეს ერთმანეთისგან ესოდენ განსხვავებული სახეობები ერთდროულად გაჩნდნენ და არა ჰყავთ საერთო წინაპარი, რომლისგანაც შეიძლებოდა წარმოშობილიყვნენ. ამიტომაც გეოლოგიაში ეს საოცარი მოვლენა “კემბრიულ აფეთქებად” მოიხსენიება.
ამ შრეში აღმოჩენილ ცოცხალი ორგანიზმები გამოირჩევიან ისეთი რთული ფიზიოლოგიური სისტემებით, როგორებიცაა თვალები, ლაყუჩები და სისხლის მიმოქცევის სისტემა, და ამ მხრივ ისინი თანამედროვე ცოცხალი ორგანიზმებისგან არაფრით განირჩევიან. მაგალითად, ტრიბოლიტის ორლინზიანი თვალების აგებულება, რომელიც თაფლის ფიჭას წააგავს, მართლაც განსაცვიფრებელია.
ჰარვარდი, როჩესტერისა და ჩიკაგოს უნივერსიტეტების გეოლოგიის პროფესორი დევიდ რაუპის თქმით:
“ტრიბოლიტის თვალის აგებულება ისეთია, რომლის გამეორებაც ჩვენს დროში მხოლოდ მაღალნიჭიერ და დიდად განათლებულ ინჟინერ-ოპტიკოსს თუ შეუძლია”. 25
ტრილობიტის თვალები
ტრილობიტის თვალებიტრილობიტის გაქვავებული ნამარხი მიწაში, კემბრიული პერიოდის შრეში იქნა აღმოჩენილი. თანაც, ტრილობიტები მყისიერად გაჩნდნენ სწორედ იმ პერიოდში, რადგან უფრო ადრეულ შრეებში ისინი არსად ჩანან. ტრილობიტები რომელიღაც ერთ მომენტში გაჩნდნენ და თვალის ურთულესი აგებულებით გამოირჩევიან. მათი თვალი შედგება ფიჭის მსგავსი ასობით ექვსკუთხედისგან, რომლებიც ორმხრივი ლინზის პრინციპით მოქმედებს. გეოლოგიის პროფესორის დევიდ რაუპის სიტყვით, თვალის ასეთი აგებულების დაპროექტება “ჩვენი დროის საუკეთესო პროფესიონალ ინჟინერ-ოპტიკოსსაც კი გაუჭირდებოდა”. თვალის ასეთი უნაკლო სტრუქტურის მქონე  ტრილობიტები დედამიწას მყისიერად და უკვე სრულყოფილი სახით 530 მილიონი წლის წინ მოევლინენ. დღესდღეობით, არც ერთ ევოლუციურ მექანიზმს არ ძალუძს ახსნას ეს უცაბედი წარმოქმნა, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს სიცოცხლის შექმნის ჭეშმარიტებას. უფრო მეტიც, ტრილობიტის თვალის ურთულესი სტრუქტურა თანამედროვე მწერებშიც მეორდება, მაგალითად, ჭრიჭინას ან ფუტკრის თვალში. თანაც, ამ სტრუქტურას ასეულობით მილიონი წლის მანძილზე არავითარი ევოლუციური ცვლილება არ განუცდია.* ეს ფაქტი, სავსებით უარყოფს ევოლუციური თეორიის დებულებას შესახებ იმისა, რომ ცოცხალი ორგანიზმები განვითარდნენ, ანუ ევოლუცია განიცადეს “პრიმიტიულიდან რთულისკენ”.
* R.G.Gregory, Eys and BROLN: The Physiology of Seeing. Oxford University Press, 1995, p. 31
ამ კომპლექსურს უხერხემლოებს არავითარი კავშირი არა აქვთ ერთუჯრიანებთან, რომლებიც იქამდე ერთადერთი ცოცხალი ორგანიზმები იყვნენ და მყისიერად, ყოველგვარი გარდამავალი ფორმების გარეშე წარმოიშვნენ ორგანიზმის თანამედროვე სტრუქტურით.
ევოლუციონისტთა შორის პოპულარული ჟურნალის “Earth Science”-ის რედაქტორ რიჩარდ მონესტარსკის ინფორმაციამ “კემბრიული აფეთქების” შესახებ საგონებელში ჩააგდო ევოლუციონისტები:
 “საკმაოდ კომპლექსური ფორმები ცხოველებისა, რომელსაც დღეს თვალს ვადევნებთ, მყისიერად წარმოიშვა. ეს არის კემბრიული პერიოდის დასაწყისი, როცა ევოლუციური აფეთქების სედეგად ზღვა და დედამიწა აივსო კომპლექსური ცოცხალი ორგანიზმებით. დღევანდელი უხერხემლოები ჯერ კიდევ კემბრიულ პერიოდში არსებობდნენ და ისევე განსხვავდებოდნენ ერთმანეთისგან, როგორც დღეს განსხვავდებიან”. 26
როგორ მოხდა, რომ დედამიწაზე ერთბაშად გაჩნდა ამდენი უხერხემლო, რომლებიც ესოდენ განსხვავდებოდნენ ერთმანეთისგან და არც საერთო წინაპარი ჰყავდათ? საიდან გაჩნდა ასე უცებ ცოცხალი ორგანიზმების ამდენი სახეობა? ევოლუციონისტები ამ კითხვებზე პასუხს ვერასდროს გასცემენ.
ევოლუციონიზმის ერთ-ერთი მიმდევარი რიჩარდ დოუკინსი იმ ფაქტებზე, რომლებმაც მისი დისერტაციის თემა დაასამარა, ასე ლაპარაკობს:
“კემბრიული ფენა ყველაზე ძველი შრეა, სადაც კი უხერხემლოები აღმოჩნდნენ პირველქმნილი სახით, საკმაოდ განვითარებულნი. მათ თითქოს არც შეხებიათ ევოლუცია და სრულიადაც არ შეცვლილან. სავსებით ბუნებრივია, რომ ამ ფაქტმა კრეაციონისტები ფრიად გაახარა”. 27
cambrian, კამბრიული
როგორც ამას დოუკინსიც აღიარებს, კემბრიული აფეთქება შექმნის ცხადი საბუთია, რადგან ცოცხალი ორგანიზმების მყისიერი წარმოშობა ისე, რომ მათ საერთო წინაპარი არც ჰყოლიათ, მხოლოდ შექმნით შეიძლება აიხსნას. ბიოლოგ-ევოლუციონისტი დაგლას ფუტუიმა ასევე აღიარებს ამას:
“ცოცხალი ორგანიზმები დედამიწაზე ან უცებ შეიქმნა თავიდანვე სრულყოფილი სახით, ან ევოლუციის გზით ჩამოყალიბდა მასზე ადრე არსებული სახეობიდან. თუ უცებ შეიქმნა, თანაც სრულყოფილი სახით, უნდა არსებობდეს გონიერი ნებაც, რამაც ისინი შექმნა” 28
დარვინი წერს:
“თუ მრავალრიცხოვანი სახეობა ერთდროულად არის გაჩენილი, ეს სასიკვდილო დარტყმას მიაყენებს თეორიას, რომელიც ბუნებრივი შერჩევის გზით ერთი წინაპრიდან მათ ევოლუციას აღიარებს”. 29
კემბრიული პერიოდი სწორედ ის “სასიკვდილო” დარტყმაა, რომელზეც დარვინი ლაპარაკობდა. ამიტომაც, როცა სიტყვა კემბრიულ პერიოდზე ჩამოვარდა, შვედმა ევოლუციონისტმა სტეფან ბეგსტონმა აღიარა გარდამავალი ფორმების არარსებობა და თქვა:
“ის ინციდენტი, რომელმაც განაცვიფრა და საგონებელში ჩააგდო დარვინი, დღესაც იგივე ზემოქმედებას ახდენს ჩვენზე”. 30
ცხოველთა გაქვავებული ნამარხები ამტკიცებს, რომ სიცოცხლე უცებ გაჩნდა სრულყოფილი ფორმით და არ განვითარებულა დაბლიდან მაღლისკენ საფეხურების გავლით, როგორც ამას ევოლუციის თეორია ამტკიცებს. მოკლედ, ცოცხალ ორგანიზმებს ევოლუცია კი არ განუცდიათ, ისინი შეიქმნენ!